ახაგაუერი
ახაგაუერი (ინგლ. Aughagower; ირლ. Achadh Ghobhair, „წყაროთა ველი“) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. უესტპორტიდან დაშორებულია 5 კმ-ით.
სოფელი | |
---|---|
ახაგაუერი Achadh Ghobhair | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | სოფელი |
პროვინცია | კონაქტი |
საგრაფო | მეიოს საგრაფო |
კოორდინატები | 53.8°00′00″ ჩ. გ. 9.464°00′00″ დ. გ. / 53.80000° ჩ. გ. 9.46400° დ. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 157 მ |
მოსახლეობა | 875 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
დღევანდელ ახაგაუერში რამდენიმე სახლი და ლუდხანა დგას. სოფელი ძირითადად თავისი უძველესი ისტორიით და კულტურითაა ცნობილი. გადმოცემის თანახმად, სოფელს კროხ–პატრიკზე მოგზაურობისას ესტუმრა წმინდა პატრიკი, ირლანდიის მფარველი წმინდანი.
მრგვალი კოშკი
რედაქტირებასოფელში კარგადაა შემონახული მეათე საუკუნის მრგვალი კოშკი, რომელიც დაახლოებით 973–1013 წლებს შორის უნდა იყოს აგებული.[1] ლეგენდის მიხედვით, ერთხელ კოშკს მეხი დაეცა და მისი ზედა ნაწილი ნახევარ მილზე გადააგდო. 1969 წელს კოშკს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის ოდნავ გადაიხარა ჩრდილოეთით.
დიდი შიმშილობა
რედაქტირებაახაგაუერის მოსახლეობის დიდი ნაწილი ემსხვერპლა დიდ შიმშილობას. იმდროინდელი სახლების ნანგრევების ნახვა დღემდე შეიძლება სოფლის რამდენიმე ადგილას.[2]