აჭარის რადიო — ერთ-ერთი ძველი რადიოსადგური საქართველოში. პირველი ინფორმაცია ეთერში 1932 წლის 23 მაისს გავიდა.[1] თავდაპირველად, მაუწყებლობა ბათუმის საქალაქო კვანძის მეშვეობით ვრცელდებოდა და მოსახლეობას ახალი ამბები მიეწოდებოდა. მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, 1968 წლიდან კი საშუალო ტალღოვანი სადგური ამოქმედდა. 30 კილოვატიანი საშუალო ტალღოვანი სადგური 211 მეტრ დიაპაზონში მთელ აჭარასა და დასავლეთ საქართველოს მოიცავდა და მისი ტალღები უფრო შორეულ მერიდიანებზეც ვრცელდებოდა.ამ პერიოდში აჭარის რადიოს სამაუწყებლო დრო სამ საათს მოიცავდა, დილის 10-დან 11-მდე, საღამოს კი 5-დან 7 საათამდე. მზადდებოდა როგორც საინფორმაციო, ისე დარგობრივი გადაცემები, რომლებიც სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის საქმიანობას ასახავდა, დიდი ადგილი ეთმობოდა მხატვრულ, მუსიკალურ, სპორტულ, საბავშვო და ახალგაზრდულგადაცემებს.

1998 წლიდან აჭარის რადიოს მაუწყებლობის დრო 8 საათამდე გაიზარდა, დაემატა ახალი გადაცემები, რუბრიკები.

2001 წლიდან თანამგზავრული კავშირის მეშვეობით აჭარის რადიოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსმენენ. მაუწყებლობა ტალღაზე FM104.5 — 24 საათიანია.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ისტორია ოფიციალურ საიტზე. „რადიო აჭარა“. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2018.