აჭანდრის წითელიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

აჭანდარაში შეცდომით „ამლაკუს“ ეძახიან, მაგრამ შესწავლილია როგორც „აჭანდრის საღვინე“.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი ან თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრი და თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საკმაოდ დიდია, ძლიერ დატოტვილი, კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, შავი ფერის. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარი აქვს, წვენი — შეუფერავი.

აჭანდრის წითელი საკმაოდ მოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 204 დღეა. აჭანდრის საღვინე დაბალი ღირსების ღვინის მომცემი ჯიშია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 59