აწისიჟი
აწისიჟი (აფხ. Аҵысыжь/Аҵсжь[1] — „ჩიტის ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე-სასუფრე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან თირკმლისებური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი წვრილია, მომრგვალო, მოყავისფრო-მოლურჯო.
აწისიჟი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ნოემბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16.5-18.0%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-10 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო და გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 57
სქოლიო
რედაქტირება- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015