აძნიჟი
აძნიჟი (აფხ. Аӡныжь — „ზამთრის ყურძენი“), აგრიჟი (აფხ. Агрыжь — „მეგრული ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვეთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, მხრიანი და საკმაოდ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, შავი ფერის. კანი თხელი აქვს და ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო გემოთი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.
ვაზი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ნოემბრის დასაწყისში შედის. კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 200-220 დღე სჭირდება. მტევნის წონა 100-120 გრამს შორის მერყეობს, საჰექტარო მოსავლიანობა 5.0-6.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.
ძირითადად გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 55-56