აცხოუჟი
აცხოუჟი (აფხ. Ацхәажь[1] — „შავი ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, წაგრძელებული, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრი და თხელი ჯაგრისებური შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა (თუმცა ორსქესიანი ძირებიცაა ნაპოვნი). მტევანი დიდი ზომისაა, დატოტვილი და უფორმო, გვხვდება ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევნებიც. მტევანი თხელია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი, მონაცისფრო ელფერით. სქელკანიანია, ცვილისებრი ნაფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია, მდნარი, სასიამოვნო მომჟავო გემოთი, წვენი — შეუფერავი.
აცხოუჟი ძლიერი ზრდისა და უხმოსავლიანი ვაზის ჯიშია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 200-250 გრამია.
მიირება სყფრის წითელი ღვინო, რომელიც ხასიათდება სირბილით და ჰარმონიულობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 55
სქოლიო
რედაქტირება- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015