აჩხოტის საცხოვრებელი კომპლექსი

აჩხოტის საცხოვრებელი კომპლექსიარქიტექტურული ძეგლი თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. კომპლექსი შედგება ერთმანეთისგან თხუთეტიოდე მეტრით დაშორებული ორი კოშკისგან და მათ შორის მიჯრით განლაგებული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისაგან.

აღმოსავლეთით მგდარი კოშკი ნაწილობრივ დანგრეულია. დასავლეთისა - კარგადაა შემორჩენილი. იგი ოთხსართულიანია ( სიმაღლე 12,7 მეტრი) და ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. კოშკი ნაგებია ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეები და კარიი- სარკმლების წირთხლები მოზრდილი და შედარებით უკეთ დამუშავებული ქვითაა ნაწყობი. შესასვლელი მეორე სართულზეა, აღმოსავლეთ კედელში. კარი თაღოვანია. ამ სართულის სამხრეთ- დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლის სათოფურები შეწყვილებულია. თითო სათოფური პირველი სართულის სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. მესამე სართულის კედელში - ორ-ორი სათოფურია. ჩრდილოეთ კედლის გარდა, ორ-ორი სათოფური მეოთხე სართულზეცაა, ამ სართულიდან შეიძლება მოხვედრა მეხუთე სართულზე, რომელიც კედელშემოვლებული სათავდაცვო დანიშნულების ღია ბინია. სართულშუა გადახურვები ხისაა, კოჭოვანი. კოჭებზე ( ერთმანეთისგან დაშორებულია 0,5-0,6 მეტრით ) წვრილი ტოტებია დაწყობილი, რომლებზეც ბრტყელი ქვები ალაგია. ქვებზე მიწაა (0,15 მეტრი) დატკეპნილი. ფასადებიდან გამოირჩევა აღმოსავლეთისა: აქ კარის ნახევარწრიული თაღი გამოკვეთილია ორ ლოდში. სამხრეთის ლოდზე მცირე ტოლმკლავა ჯვარია ამოკვეთილი. კარის თავზე. ორიოდ მეტრის სიმაღლეზე, ხის მცირე ორფერდა სახურავია მოწყობილი, რის შიგნით ჩამოკიდებულია პატარა ზარი. კოშკის წინ ქვის კედლით შემოფარგლული ეზოა.

ეზოს სამხრედიდან ესაზღვრება ფერდობის დაყოლებაზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (შემორჩენილია I სართული და IIსართულის კედლების მცირე ნაწილი). სახლს გეგმით სწორკუთხედი ფორმა აქვს და მთავარი ფასადით სამხრითაა მიმართული. ამ კედელში ორი სწორკუთხა კარი და სამი სწორკურთხა სარკმელია. ერთი სწორკურთხა სარკმელი ოთახის სიღრმეში, დასავლეთის მხრიდანანაცაა. დანარჩენი კედლები ყრუა. შენობის მეორე სართულს, მთავარი ფასადის მხრიდან, აივანი ჰქონია. აივანზე ასასვლელად წინიდან ქვის კიბეა.

სახლს აღმოსავლეთიდან ბოსელი ეკვრის, სათავსი გეგმით ოთხკუთხაა და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებითაა საგრძნობლად წაგრძელებული. ბოსელს სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა შესასვლელი და ვიწრო სწორკუთხა სარკმელი აქვს, მეორე კარი (ამოშენებულია) ჩრდილოეთ კედელშია.

ბოსელს აღმოსავლეთიდან ებჯინება გეგმით კვადრატი (7,5x7,3 მეტრი) სამსართულიანი კოშკი, რომლის დასავლეთ კედლის ბოსლის კედლადაა გამოყენებული. სახლის შესასვლელი პირველი სართულის დონეზეა, სამხრეთიდან. კარი ორ ლოდშია გამოკვეთილი თაღითაა გადახურული. სართულის დასავლეთ კედელში კვადრატული ხვრელია რომელიც ბოსელში გადის. ხვრელის მარჯვნივ ერთი სათოფურია. სახლის მეორე და მესამე სართულების კედლები ყრუა. სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყიფილა მოწყობილი.

ლიტერატურა

რედაქტირება