ფედერალისტური პარტია (აშშ)
(გადამისამართდა გვერდიდან აშშ-ის ფედერალისტური პარტია)
ფედერალისტური პარტია (ინგლ. Federalist Party) — აშშ-ის პოლიტიკური პარტია. დაარსდა 1792 წელს, ხოლო 1820-იან წლებში არსებობა შეწყვიტა. ფედერალისტები ფედერალურ მთავრობას 1801 წლამდე აკონტროლებდნენ.
ფედერალისტური პარტია | |
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ისტორია | |
დამფუძნებელი | ალექსანდრე ჰამილტონი |
დაფუძნდა | 1789 |
დაიშალა | 1820-იან წლებში |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ფედერალიზმი კონსერვატიული ლიბერალიზმი |
შტაბ-ბინა | ვაშინგტონი |
ისტორია
რედაქტირებაპარტია დააფუძნა აშშ-ის ხაზინის მდივნმა ალექსანდრე ჰამილტონმა ჯორჯ ვაშინგტონის პირველი ვადის დროს. პარტიის მხარდამჭერები ძირითადად ქალაქელი ბანკირები და ბიზნესმენები იყვნენ, რომლებიც ჰამილტონის ფისკალურ პოლიტიკას უჭერდნენ მხარს. ფედერალისტების ფისკალურ პოლიტიკას და ძლიერი ნაციონალისტური მთავრობის იდეას დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია ეწინააღმდეგებოდა. აშშ-ის ერთადერთი ფედერალისტი პრეზიდენტი ჯონ ადამსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი სიმპათიით უყურებდა ფედერალისტების პროგრამას, იგი მთელი პრეზიდენტობის განმავლობაში უპარტიო დარჩა.
პარტიის ლიდერები
რედაქტირება- ალექსანდრე ჰამილტონი (1789–1792)
- ჯონ ჯეი (1792–1795)
- ჯონ ადამსი (1795–1802)
- ჩარლზ პინკნი (1802–1806)
- დევით კლინტონი (1806–1813)
- რუფუს კინგი (1813–1824)[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Viereck, Peter (1956, 2006), Conservative Thinkers: From John Adams to Winston Churchill. New Brunswick, NJ: Transaction Publishers, pp. 87–95.