აშშ-ის საელჩო კუიბიშევში
აშშ-ის საელჩო კუიბიშევში (რუს. Посольство США в Куйбышеве) — საბჭოთა კავშირში აშშ-ის ყოფილი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც 1941-43 წლებში ქალაქ კუიბიშევში (დღ. სამარა), ნეკრასოვის ქუჩის 62-ზე მდებარე ძველ შენობაში მდებარეობდა.[1][2] ევაკუაციის დასაწყისისთვის საბჭოთა კავშირში შეერთებული შტატების ელჩი იყო ლოურენს შტეინგარდტი. ის კუიბიშევში გადავიდა, მაგრამ, მოსკოვში დატოვა მეორე მდივანი და თანამშრომლების ნაწილი.[3] თუმცა, მალევე იგი თურქეთში გადაიყვანეს და 1942 წლის 14 თებერვალს ფრანკლინ რუზველტმა საბჭოთა კავშირში ელჩად დანიშნა უილიამ სტენდლი; აგრეთვე შეიქმნა სამხედრო მისია, რომელსაც განსაკუთრებული უფლებამოსილებები ჰქონდა.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Куйбышев военный. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-21. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ Александр Гольдберг. Американо-советская дипломатическая дуэль в лицах. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-28. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ Американские послы и посланники в России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-07. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
- ↑ МЕЖДУНАРОДНЫЕ ПЕРЕГОВОРЫ В САМАРЕ