აშტარაკის სპიტაკავორის ეკლესია
აშტარაკის სპიტაკავორის ეკლესია (სომხ. Սպիտակավոր եկեղեցի) — XIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ეკლესია ქალაქ აშტარაკში, არაგაწოტნის პროვინცია, სომხეთი.
აშტარაკის სპიტაკავორის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°17′59″N 44°21′56″E / 40.299628° ჩ. გ. 44.365417° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
ადგილმდებარეობა | აშტარაკი,არაგაწოტნის პროვინცია, სომხეთი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIII-XIV საუკუნეები |
დეტალები
|
ლეგენდა
რედაქტირებალეგენდის მიხედვით აშტარაკში ცხოვრობდა სამი და, რომელთაც ერთი და იგივე ადამიანი უყვარდათ - პრინცი სარგისი. მათ შორის ორმა უფროსმა დამ, უმცროსის სასარგებლოდ თვითმკვლელობა გადაწყვიტეს. ერთ-ერთ მათგანს ატმისფერი კაბა ეცვა, ხოლო მეორეს - წითელი. ისინი ხეობაში გადახტნენ.როდესაც ეს ამბავი უმცროსმა დამ გაიგო, ჩაიცვა თეთრი კაბა და თვითონაც გადახტა ხეობაში. ამის შემდეგ, სარგისი განდეგილი გახდა და მან ააგო სამი ეკლესია ხეობის ნაპირას, რომლებსაც შემდეგ სამი დის კაბის ფერები უწოდა.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Kiesling, Brady (2005), Rediscovering Armenia: Guide, Yerevan, Armenia: Matit Graphic Design Studio