Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|აშვატჰამა (მაჰაბჰარატა)}}

აშვატჰამა (დრაუნი) - ინდური ეპოსის "მაჰაბჰარატას" პერსონაჟი. გურუ დრუნას შვილი და ბრძენი ბჰარადვაჯას შვილიშვილი. კურუკშეტრას ომის დროს კაურავების მხარეს პანდავების წინააღმდეგ იბრძოდა. კრიშნას წყევლის გამო უკვდავება მოიპოვა. მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული ჭორები მამამისის სიკვდილის მიზეზი გახდა, რის შემდეგაც განრისხებულმა პანდავას ლაშქრის დიდი ნაწილი გაანადგურა. მისი სახელი "ცხენისმაგვარ წმინდა ხმას" ნიშნავს.

Ashwatthama uses Narayanastra.jpg

ბიოგრაფიარედაქტირება

ყრმობარედაქტირება

აშვატჰამა დრონაჩარიას და კრიპის შვილი იყო. დრონა მის დაბადებამდე ბევრს ლოცულობდა და მედიტირებდა, რომ შივას მისთვის შივსსნაირი სიმამაცის შვილი გამოეგზავნა. აშვატჰამა შუბლზე ძვირფასი ქვით დაიბადა, რაც მას ძალაუფლებას აძლევდა ადამიანებზე დაბალი ყველა ცოცხალ არსებაზე; იცავს შიმშილის, წყურვილისა და დაღლილობისგან. მიუხედავად იმისა, რომ დრონაჩარია სამხედრო ხელოვნებაში გაწაფული იყო ის უბრალოდ, ღარიბულად ცხოვრობდა. შედეგად, აშვატჰამას რთული ბავშვობა ჰქონდა - მის ოჯახს ხშირად რძის ყიდვაც კი არ შეეძლო. ოჯახისთვის უკეთესი ცხოვრების ძიებაში დრონა პანჩალის სამეფოში წავიდა, რათა დახმარება ეთხოვა თავის ყოფილ თანაკლასელს და მეგობარს დრუპადას, მაგრამ დრუპადამ ის დამამცირებლად გამოაგდო სიტყვებით "მეფე და მათხოვარი ვერ იმეგობრებენ". ამის შემდეგ დრონას გასაჭირის დანახვაზე, კრიპაჩარიამ დრონა ჰასტინაპურში მოიწვია, სადაც ის მომავალი მტრების - პანდავების და კაურავების მასწავლებელი გახდა, აშვატჰამა მათთან ერთად სწავლობდა სამხედრო ხელოვნებას.

კურუკშეტრას ომირედაქტირება

ჰაშტინაპურას მეფემ გასაჭირში დრონას და მის ოჯახს დაეხმარა და ისინი მის, ანუ კაურავების მხარეზე იყვნენ. პმამდე აშვატჰამამ მამას გამარჯვებაზე დაელოცა, მაგრამ მამამ უთხრა, რომ დალოცვის მაგივრად ომი სიძლიერით მოეგო. მან მოკლა ანჯანაპარვარი და სცადა არჯუმას დამარცხება, მაგრამ ამაოდ. ბჰიშმას სიკვდილის შემდეგ აშვატჰამა კაურავების მთავარი გენერალი ხდება.

კრიშნა და ბჰიმა იციან, რომ დაუსუსტებელი დრონას მოკვლა შეუძლებელია და აშვატჰამას სიკვდილის ჭორს ავრცელებენ (დეტალები განსხვავდება პოემის ვერსიის მიხედვით). დამწუხრებულ დრონას შვილის სულისთვის მედიტაციის დროს კლავენ. განრისხებული აშვატჰანა პანდავების წინააღმდეგ უძლიერეს ღვთაებრივ იარაღს იყენებს, თუმცა კრიშნას დახმარებით პანდავები ცოცხლები რჩებიან - იარაღი არ ავნებს შეუიარაღებლებს და პანდავები იარაღს ყრიან, იარაღის მეორედ გამოყენება კი არ შეიძლება. შემდგომში ის პანდავას ჯარის დიდ ნაწილს, მათ შორის მამამისის მკვლელს, მათვე ბანაკში კლავს.

კაურავას ლაშქრიდან მხოლოდ სამი ცოცხალი რჩება, მათ შორის აშვატჰამა. პანდავები იგებენ მომხდარის შესახებ და დრონას შვილზე შურისძიებას აპირებენ. ისინი ერთმანეთს მდინარის ნაპირას ხვდებიან და ერთმანეთის მოკვლას აპირებენ, მაგრამ კრიშნა ორივეს ჯადოსნური იარაღის უკან დახევის უბრძანებს. პანდავა არჯუნა უკან იხევს, მაგრამ აშვატჰამამ არ იცის იარაღის გაბრუნება. გაბრუნების მაგივრად ის ცდილობს გამარჯვებული პანდავების შტოს გაწყვეტას ორსული ქალის მუცელში დამიზნებით. კრიშნა ბავშვს არჩენს და მას წყევლის - ის ბევრ განსაცდელს გამოივლის, კანი დაუდნება, მაგრამ მაინც ვერასდროს ვერ მოკვდება სამყაროს დასრულებამდე.

წყაროემირედაქტირება

  1. https://www.india.com/festivals-events/mahabharat-mythology-is-ashwatthama-still-alive-even-after-5000-years-4048516/
  2. http://sacred-texts.com/hin/m10/m10007.htm
  3. http://www.sacred-texts.com/hin/m05/m05168.htm
  4. http://spokensanskrit.de/index.php?tinput=azvatthAma&direction=SE&script=HK&link=yes&beginning=
  5. http://www.sacred-texts.com/hin/m05/m05168.htm