აღწერა არაგვის ხეობისა
აღწერა არაგვის ხეობისა — ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის ბრძანებით არაგვის ხეობის მოსახლეობის 1774 წელს შესრულებული აღწერა. დოკუმენტი შედგენილია ლუარსაბ მაყაშვილისა და მანუჩარ თუმანიშვილის (მდივან გორჯასპის შვილი) მიერ. 1907 წელს გამოსცა ექვთიმე თაყაიშვილმა. „აღწერაში“ მოყვანილია არაგვის ხეობაში მცხოვრებთა გვარები, მათი სახლობის სოფლები და თემები.
ლიტერატურა
რედაქტირება- მასალანი საქართველოს სტატისტიკურის აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში : I აღწერა მეწინავე დროშისა საბარათაშვილოსა და სომხითისა, შედგენილი მეფის ვახტანგ მეექვსის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილისა და გივი თუმანიშვილის მიერ 1721 წელს. II აღწერა არაგვის ხეობისა, შედგენილი მეფის ირაკლი მეორის ბრძანებით ლუარსაბ მაყაშვილის და მანუჩარ თუმანიშვილის მიერ 1774 წელს / გამოცემული ე. თაყაიშვილის რედაქტორობით. - თბილისი : ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა N 80, 1907 (სტ. "ძმობა").