აღოღლანის კარიბჭე
აღოღლანის კარიბჭე, მუხთარის კარი[1] ან შუშაქენდის კარიბჭე[2] (აზერ. Ağoğlan qapısı, Muxtar qapısı və ya Şuşakənd qapısı) — შუშას ციხის სამი მთავარი კარიბჭედან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს ციხის აღმოსავლეთ მხარეს და ქალაქის ქვედა ნაწილში.
აღოღლანის კარიბჭე Ağoğlan qapısı | |
---|---|
შუშას ციხის კედლების ნაწილი შუშას ციხესთან და აRოღლანის კარიბჭე(მარჯვნივ, უკანა ფონზე) | |
მდებარეობა | შუშა, აზერბაიჯანი |
ტიპი | კულტურული |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
ისტორია
რედაქტირებაშუშას ციხეს სამი მთავარი კარიბჭე ჰქონდა: განჯის, ირევანის და აღოღლანის კარიბჭეები. სამივე კარიბჭის სახელები ხშირად მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში და ისინი ასევე მოხსენიებულია შუშას XIX საუკუნის ყველა გენერალურ გეგმაში.[3] მაგალითად, 1871 წელს გამოცემული გაზეთ „კავკაზის“ 25-ე ნომერში წერია: „აბიხის ბარომეტრიული გაზომვებით, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც მდებარეობს აღოღლანისა და ელიზავეტპოლის კარიბჭეები, 3886 ფუტის სიმაღლეზე და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილში მდებარეობს ადგილი, რომელსაც „შუშას კლდეს“ ეძახიან და სადაც ირევანის კარიბჭეა, 4705 ფუტი სიმაღლისაა“.[4]
ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-იან წლებში ამ კარებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს შუშას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რასაც მოწმობს გაზეთ „ილუსტრაციაში“ გამოქვეყნებული სტატია.[5] იმ სტატიაში მოყვანილი ინფორმაციის მიხედვით, აღოგლანისა და ირევანის კარები გამიზნული იყო ტვირთების გადასაადგილებლად, ხოლო განჯის კარი ურმების გასავლელად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყარო აღნიშნავს ციხის გალავნის მეოთხე კედლის არსებობას, მისი მდებარეობა და სახელწოდება დადგენილი არ არის.[6]
პანაჰალი ხანის დროს აშენებული ციხის კარიბჭიდან გზა ქალაქ შუშას სოფლებს შუშაქენდსა და მუხტართან აკავშირებდა და აღოღლანის ციხემდე იყო გადაჭიმული.[2] XIX საუკუნის ყველა რუსულენოვან წყაროში შუშას სამხრეთი კარი აღოღლანის კარიბჭედ არის მოხსენიებული. 1846 წლის „კავკასიურ კალენდარში“ დამატებული საგზაო რუკის მიხედვით, ამ კარიბჭედან სოფელთაშორისი გზის საშუალებით შუშის ციხე აღოღლანის ციხეს უერთდებოდა.[7] წყაროებში მოხსენიებული ამ კარის კიდევ ერთი სახელია თოფხანას კარი.
არქიტექტურული მახასიათებლები
რედაქტირებააზერბაიჯანელი მხატვარი ელთუნ ავალოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის სახელმწიფო სამხედრო ისტორიულ არქივში შენახული ნახატის მიხედვით, ციხის ჩრდილოეთ და დასავლეთ კარიბჭეებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთში მდებარე აღოღლანის კარიბჭე არ იყო გამაგრებული საბრძოლო კოშკებით და ჰქონდა საკმაოდ მარტივი გარეგნობა. შესასვლელი ღერძული თაღითაა წარმოდგენილი. XIX საუკუნეში ციხის ქვედა მხარეს, აღმოსავლეთის კარიბჭესთან აშენდა შუშის ციხე. ციხის მშენებლობისას ციხის კედლების ნაწილი და თავდაცვითი კოშკები ციხის კედლებად გამოიყენებოდა. ამ დროს კარიც შეიცვალა და ციხის შესასვლელად გადაკეთდა.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nersesov (Qarabaği), Mirzə Yusif (2006). Tarixi-Safi, Qarabağnamələr. II kitab, Bakı: Şərq-Qərb nəşriyyatı, გვ. 35.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Авалов 1977, p. 35
- ↑ Авалов, Э. В. (1972). „О некоторых особенностях архитектуры оборонительных сооружений Шуши“. Изв. АН Азерб. ССР сер. Лит. Яз. и Иск. (№ 2). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება);|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ „Кавказ, Тифлис“ (№ 25). 1871. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ (1861) Очерки Закавказья. «Иллюстрация», т. VII. СПб.-М., გვ. 257.
- ↑ Nersesov (Qarabaği), Mirzə Yusif (2006). Tarixi-Safi, Qarabağnamələr. II kitab, Bakı: Şərq-Qərb nəşriyyatı, გვ. 35.
- ↑ Карта к дорожнику Кавказского края. (1845) Кавказский календар на 1846 год. Тифлис.
ლიტერატურა
რედაქტირება- Авалов, Э. В. Архитектура города Шуши и проблемы сохранения его исторического облика. Баку: Элм. 1977.