აღდარის რაიონი (აზერ. Ağdərə rayonu) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს ყარაბაღის ქედის ტერიტორიაზე. მისი ფართობია 1 705 კმ².

ადმინისტრაციული ერთეული
აღდარის რაიონი
აზერ. Ağdərə rayonu
ქვეყანა თარგი:ქვეყნის მონაცემები აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი აღდარა
კოორდინატები 40°12′55″ ჩ. გ. 46°48′46″ ა. გ. / 40.21528° ჩ. გ. 46.81278° ა. გ. / 40.21528; 46.81278
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 1705 კვადრატული კილომეტრი
გაუქმდა 13 ოქტომბერი, 1992
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 237
საავტომობილო კოდი 32

დაარსდა 1930 წელს როგორც ჯერაბერტის რაიონი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში, 1939 წელს მარდაკერტის რაიონი ეწოდა. 1992–2023 წლებში მისი ტერიტორია ოკუპირებული იყო სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ. 1992 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ბრძანებით, ტერიტორია გაიყო აღდამის, ტერტერის და ქალბაჯარის რაიონებს შორის.[1] 2023 წლის დეკემბერში აღდარის რაიონი აღდგა თავის ძველ საზღვრებში.[2]