აღაჰუსეინ მუსტაფაევი

აღაჰუსეინ მუსტაფაევი (აზერ. Ağahüseyn Təbriz oğlu Mustafayev; დ. 11 აპრილი, 1989, ნეფთჩალა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი მოჭიდავე. ასპარეზობს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

აღაჰუსეინ მუსტაფაევი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 11 აპრილი, 1989(1989-04-11) (35 წლის)
დაბ. ადგილი აზერბაიჯანის სსრ
სიმაღლე 167 სმ
წონა 69 კგ
ქვეყანა აზერბაიჯანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აღაჰუსეინ მუსტაფაევი დაიბადა 1989 წელს ნეფთჩალაში.[1] 2002 წლიდან აქტიურად ჩაერთო ჭიდაობაში. ახალგაზრდებსა და იუნიორებს შორის არის ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი, მედალოსანი.

2020 წელს მუსტაფაევმა 70 კგ წონით კატეგორიაში იტალიაში, რომში ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. ფინალში დამარცხდა პოლონეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნური წარმოშობის პოლონელ მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევთან.[2][3] 2019 წელს ბუქარეტში, უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მუსტაფაევმა მოიპოვა ვერცხლი მედალი 70 კგ წონით კატეგორიაში. დამარცხდა თურქ მოჭიდავე მუსტაფა ქაიასთან.[4]

2013 წელს მონაწილეობა მიიღო ყაზანში, რუსეთში გამართულ ზაფხულის უნივერისადაზე სადაც მედლის მოპოვება ვერ მოახერხა. 2015 წელს წარადგინა აზერბაიჯანი მუნგიონში, სამხრეთ კორეაში გამართულ მსოფლიო სამხედრო თამაშებზე სადაც 65 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.[5] 2015 წელს იასარ დოღუს ტურნირზე 65 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. [6] 2018 წელს იასარ დოღუს ტურნირზე 70 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. [7]

2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში დაამარცხა რუსი მოჭიდავე მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი, ანგარიშით 4-3. მეოთხედფინალში მისი მეტოქე იყო სომეხი მოჭიდავე დავიდ საფარიანი, რომელიც ანგარიშით 12-2 დაამარცხა. ნახევარფინალში მისი მეტოქე იყო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ნიკოლაე კოჟოკარუ, ანგარიშით 6-0. ფინალში დამარცხდა თურქ მოჭიდავე მუსტაფა ქაიასთან, ანგარიშით 2-6.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/32 ფინალში დაამარცხა სომეხი მოჭიდავე გევორგ მხეიანი, ანგარიშით 15-8. მერვედფინალში ანგარიშით 8-2 დაამარცხა ბელარუსი ვიქტორ სერდა. მეოთხედფინალში მისი მეტოქე იყო უკრაინელი ალექსი ბარუტა, რომელიც ანგარიშით 5-2 დაამარცხა. ნახევარფინალში მისი მეტოქე იყო მოლდოველი მოჭიდავე მიჰაი სავა რომელიც ანგარიშით 5-2 დაამარცხა. ფინალში მუსტაფაევი პოლონელ მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევთან მინიმალური სხვაობით, 0-2 დამარცხდა. [8]

ეროვნული ჩემპიონი 2009 წელს, მეორეადილოსანი 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Садулаев уступил в финале чемпионате Европы, Куулар и Газимагомедов взяли бронзу. www.sport-express.ru (2019-04-09). ციტირების თარიღი: 2019-04-11.
  2. Shepherd, Neil (15 February 2020). „Triple gold for Russia on penultimate day of European Wrestling Championships“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 22 March 2020.
  3. 2020 European Wrestling Championships Results. ციტირების თარიღი: 12 April 2020
  4. Etchells, Daniel (9 April 2019). „Azerbaijan take lead in freestyle standings after first day of finals at European Wrestling Championships“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 3 April 2020.
  5. Results Book. ციტირების თარიღი: 9 August 2020
  6. Results 2015
  7. Results
  8. Bracket