აღაიანის ნამოსახლარი II
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
აღაიანის ნამოსახლარი ll — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, თბილის-გორის გზის მარცხენა მხარეს, გზიდან 100 მეტრზე, აღაიანის ახალ სასაფლაოსთან. გორის ზედაპირზე იპოვება ძვ. წ. l ათასწლეულის, გვიანდელი ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 138.