აქ-თალაის რაიონი (ყირგ. Ак-талаа району) — ყირგიზეთის ნარინის ოლქის ხუთი რაიონიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ბაეტოვო.

აქ-თალაის რაიონი
Ак-талаа району
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
კოორდინატები 41°16′00″ ჩ. გ. 74°56′48″ ა. გ. / 41.26667° ჩ. გ. 74.94667° ა. გ. / 41.26667; 74.94667
დაარსდა 2 სექტემბერი, 1936
ფართობი 7 266 კმ²
მოსახლეობა 30 643[1] კაცი (2009)
ეროვნული შემადგენლობა ყირგიზები - 99,9 % [1]
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
აქ-თალაის რაიონი — ყირგიზეთი
აქ-თალაის რაიონი

გეოგრაფია

რედაქტირება

აქ-თალაის რაიონი მდებარეობს ნარინის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობია 7 266 კმ². აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ნარინის რაიონი, ჩრდილოეთიდან — ჟუმგალის რაიონი, სამხრეთიდან — ათ-ბაშის რაიონი, ხოლო დასავლეთით — ჯალალაბდისა და ოშის ოლქები.

მოსახლეობა

რედაქტირება

2009 წლის აღწერის მიხედვით რაიონში ცხოვრობს 30 643 ადამიანი. აქედან ყირგიზები მოსახლეობის უმრავლესობას ანუ 99,9 %-ს შეადგენენ[1].