აქუა (ცათამბჯენი)

(გადამისამართდა გვერდიდან აქუა (ჩიკაგო))

აქუა (Aqua) — 87-სართულიანი მშენებარე ცათამბჯენი ჩიკაგოში (ჩრდ. კოლუმბუსის გზატკეცილის ნ. 225); დასრულებისას ეს იქნება არქიტექტორი ჯინ განგის პირველი ცათამბჯენი. ეს ასევე უდიდესი სამშენებლო პროექტი იქნება ამერიკაში, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობდა.

შენობის ფასადის დეტალის ილუსტრაცია

შენობის ფასადი მინის იქნება ალაგ-ალაგ გამოზნექილი აივნებით, რომლებიც სართულიდან სართულზე ოდნავ იცვლის ადგილს და შენობას მოლივლივე ეფექტს აძლევს. ზოგიერთი აივნებით ფასადიდან 3.7 მ-მდე გამოიწევს.

შენობას 5.100 კვ. მ. საოფისე და სავაჭრო ფართი ექნება, ასევე 210 სასტუმრო ოთახი (1-18 სართულები), 476 გასაქირავებელი საცხოვრებელი ბინა (19-52 სართ.), და 263 გასაყიდი ბინა და დუპლექსი (53-80 სართ.). აქუა ასევე პირველი შენობა იქნება ქალაქის ცენტრში, რომელშიც გასაყიდი, გასაქირავებელი ბინები და სასტუმრო მოთავსდება ერთდროულად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება