აქსისი (მალა)
აქსისი (ლათ. axis „ღერძი“), ეპისტროფეუსი — ადამიანისა და უმაღლეს ხერხემლიანთა კისრის მეორე მალა. აქსისს, სხვა მალებისაგან განსხვავებით, მალის სხეულის ზევითა ზედაპირზე (ცხოველებში: წინა ზედაპირზე) აქვს კარგად განვითარებული ძვლოვანი მორჩი — ე. წ. კბილი, რომლის გარშემოც ვერტიკალურად ტრიალებს ატლანტი თავთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 40.