აფხაზური ლიტერატურა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
აფხაზური ლიტერატურა წერილობითი სახით აფხაზურ ენაზე XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. მხატვრული ლიტერატურა და პრესა ამ ენაზე 1920-იან წლებამდე არ არსებობდა. 1905 წლამდე სასწავლო ლიტერატურა შემოიფარგლებოდა მხოლოდ აფხაზური ანბანით («აფსვა ანბან»), რომელიც რუსმა აღმოსავლეთმცოდნე ბარონ პ. კ. უსლარმა შექმნა.
ისტორია
რედაქტირებაXX საუკუნის პირველ ათწლეულში აქტიურობდა ე. წ. მთარგმნელობითი კომიტეტი, რომელიც ძირითადად სასკოლო მასალით შემოიფარგლებოდა: დამუშევდა ანბანი, გამოიცა წიგნები ღვთისმეტყველებაში და "საკითხავი წიგნი".
პრესა
რედაქტირებააფხაზური პრესა პირველად 1917 წლის შემდეგ გამოჩნდა. პირველი გაზეთი "აფსნი" გამოიცემოდა დიმიტრი გულიას რედაქტორობით. გაზეთი საბჭოთა მთავრობის პერიოდში იბეჭდებოდა სახელწოდებით "აფსნი ყაფშ" (წითელი აფხაზეთი; რედაქტორი სერგეი ჭანბა).
მხატვრული ლიტერატურა
რედაქტირებააფხაზური ლიტერატურის პიონერად დიმიტრი გულია შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ასევე ცნობილი იყო რუსულენოვანი თხზულებებით, კერძოდ "აფხაზეთის ისტორიით" (ტფილისი, 1925). მას ეკუთვნის ლექსების ორი მნიშვნელოვანი კრებული (ლექსების კრებული, ტფილისი, 1912, და "ლექსები, სატირა და სიმღერები", სოხუმი, 1923), რომლებიც აფხაზურ ფოლკლორს ეფუძნებოდა, პოემა "სატრფიალო წერილი (ტფილისი, 1913), რუსული და ქართული ლიტერატურის რიგი თარგმანებისა, მოთხრობა "სხვისი ცის ქვეშ" (ციმბირში გაგზავნილ აფხაზ გლეხზე, ბატონის მაგივრად დანაშაულის აღიარების გამო) და რამდენიმე თეატრალური პიესის თარგმანი (რუსულიდან «Да здравствует свобода», Сухум, 1920; ქართულიდან: «ორი მშიერი», სოხუმი, 1920, და «დაწყევლილი დღე», სოხუმი, 1920), ვოდევილები («მე მოვკვდი», «ჯერ გარდაიცვალნენ, შემდეგ იქორწინეს», 1921—1922).
გულია კ. მაჭავარიანთან ერთად ასევე ქართულ ანბანზე დაფუძნებული აფხაზური ანბანის ავტორია (1892), და აფხაზური ფოლკლორის შემგროვებელი და მკვლევარი («აფხაზური ანდაზები, გამოცანები, ენის გასატეხები» (ტფილისი, 1907), «აფხაზური ხალხური რწმენები ამინდის შესახებ» (სოხუმი, 1922), «თხის კულტი აფხაზებში», «აფხაზური შელოცვები» თარგმნილი რუსულ ენაზე 1925 წელს, «აფხაზების სანადირო ენა და ნადირობის ღმერთები» (1926), «სოხუმი დიოსკურია არ არის» და სხვ.).
აფხაზ პოეტს ი. კოღონიას გამოქვეყნებული აქვს "აფხაზური პოემები" (სოხუმი, 1924), ხოლო ს. ჭანბას რამდენიმე პიესა: "მაჰაჯირები" - თურქეთში აფხაზების მასიური ემიგრაციის თემაზე, "მთების ქალწული" და სხვა. ს. ჭანბა ასევე ავტორია "აფხაზეთის გეოგრაფიის" (სოხუმი, 1925).
მუშნი ხაშბას შემოქმედებაში აღსანიშნავია კომედია "აჭაფშარა" (ავადმყოფის მონახულება), ლ. ტოლსოის "ხაჯი-მურატის" აფხაზური თარგმანი. აფხაზური დრამატურგიის წარმომადგენელი იყო ს. ბჟანია.
ა. მ. ჭოჭუა გახდა დედაენის, მეორე-მესამე კლასების სწავლების ქრესტომათიის (სოხუმი, 1923) და აფხაზურ-ქართულ-რუსული თვითმასწავლებელის (სოხუმი, 1926) ავტორი.
ეპოსი
რედაქტირებაზეპირსიტყვიერებიდან აფხაზურ შემოქმედებაში გამოირჩევა ჰეროიკული ეპოსი "ნართებზე", მითურ გმირებზე, რომლებიც ჩერქეზულ ლეგენდებშიც გვხვდება, ისტორიული თქმულებები წარსულიდან (მაგ. თავად მარშანიებზე), ყაჩაღური სიმღერები, სატირა და ადათ-წესების თანმხლები (მაგ. ქორწილის) სიმღერები, ასევე მთელი რიგი "სანადირო პროზა და პოეზია".