აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობა
სრულიად აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობა (4 — 11 თებერვალი, 1931, სოხუმი) — სრულიად აფხაზეთის საბჭოების რიგით მეექვსე ყრილობა. სულ ჩატარდა 14 სხდომა.
ისტორია
რედაქტირება1931 წლის 4 თებერვალს აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობის პირველი სესია ქალაქ სოხუმში, პირველ სახელმწიფო თეატრის შენობაში საღამოს 7 საათზე დაინიშნა[1].
პირველი სხდომა 4 თებერვლის საღამოს 7 საათზე გაიმართა.
დღის განრიგი:
- საქართველოს სსრ-ის მთავრობის ანგარიში (გ. მგალობლიშვილი);
- აფხაზეთის სსრ-ის მთავრობის ანგარიში (ნ. ლაკობა);
- შემოდგომის შედეგები და გაზაფხულის ამოცანები სოფლის მეურნეობისა და კოლმეურნეობის მშენებლობაში (მ. ჩალმაზი);
- არჩევნები.
მეორე სხდომა 5 თებერვლის დილას გაიმართა. სხდომა გახსნა თავმჯდომარემ პეტროსიანმა.
პროექტების რეზოლუციების შესადგენად, სხდომამ აირჩია შემდეგი კომისიები:
- საქართველოს სსრ-ის მთავრობის ანგარიში — მგალობიშვილი, ლაკობა, ლადარია, პეტროსიანი, ჭოლოკუა, მიქელაძე, კიუტი, ხაბურძანია, ჭოჭუა, აგირბა, მათარაძე, ყოლბაია, კაპლუგინა, მარკოზია, დაუროვა, ჩავდარიდი და პაროტიდი;
- აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუციაში ცვლილებები — ლაკობა, ლაგვილავა, კობახია, ბებია, ტორია, შამბა, პეტროსიანი, ბაღაფში, პეტროვსკაია, პანტელიდი და სანგულია.
მგალობლიშვილის მოხსენება — საქართველოს სსრ-ის მთავრობის საქმიანობის შესახებ — გადაითარგმნა აფხაზურ, ქართულ, სომხურ და ბერძნულ ენებზე.
მესამე სხდომა 5 თებერვალს საღამოს გაიმართა. დაიწყო კამათი გ. მგალობლიშვილის მოხსენების ირგვლივ. კამათში გამოვიდნენ დელეგატები: ბიგვავა, ანთია, კანბა-გეგე, ბაღაფში, ივასოვა, კობახია, ზანთარია და სანგულია. დელეგატთა მოხსენებები გადაითარგმნა აფხაზურ და ქართულ ენებზე.
მეოთხე სხდომა 6 თებერვლის დილას გაიმართა. გაგრძელდა კამათი გ. მგალობლიშვილის მოხსენების ირგვლივ. კამათში გამოვიდნენ დელეგატები: ჭოჭუა, თორია, აპბა, ყოლბაია, არშბა, საემკო, ვასილჩუკი, ანჩაბაძე, პაროტიდი და ჭანბა.
დასასრულ სხდომამ მოისმინა გ. მგალობლიშვილის დამამთავრებელი სიტყვა.
მეხუთე სხდომა 6 თებერვალს საღამოს გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა დელეგატი მიქელაძე. სხდომაზე, აფხაზეთის სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე ნ. ლაკობა, გამოვიდა მოხსენებით აფხაზეთის სსრ-ის მთავრობის მუშაობის შესახებ[2].
მეექვსე სხდომა 7 თებერვლის დილას გაიმართა. გაგრძელდა აფხაზეთის სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის ნ. ლაკობას მოხსენება, აფხაზეთის სსრ-ის მთავრობის მუშაობის შესახებ.
მეშვიდე სხდომა 7 თებერვალს საღამოს გაიმართა. ნ. ლაკობას მოხსენება გადაითარგმნა აფხაზურ, ქართულ, სომხურ და ბერძნულ ენებზე[3].
მერვე სხდომა 8 თებერვლის დილას გაიმართა. დაიწყო კამათი აფხაზეთის სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის ნ. ლაკობას მოხსენების ირგვლივ. კამათში გამოვიდნენ დელეგატები: კაპლუგინი, ისაევი, ბებია, ანტიკიანი, ბურიკინი, ბარგანჯია, ურიდია და წამლია. ყრილობაზე მიღებულ იქნა დადგენილება, მობილიზებულიყო 50 ადამიანი სოფლისმეურნეობაში მოსავლის აღების ტემპების გაზრდისათვის.
მეცხრე სხდომა 8 თებერვალს საღამოს გაიმართა. გაგრძელდა კამათი აფხაზეთის სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის ნ. ლაკობას მოხსენების ირგვლივ. კამათში გამოვიდნენ დელეგატები: კვეკვესკირი, კაპაგეგია, გეგელია, ნაპარიდი და მიქელაძე.
ყრილობას მიესალმა ოქტომბრელთა დელეგაცია, აფხაზეთის პიონერთა სახელით — ტერლიუკი. ყრილობამ მისასალმებელი ტელეგრამა გაუგზავნა კ. ვოროშილოვს[4].
მეათე სხდომა 9 თებერვლის დილას გაიმართა. გაგრძელდა კამათი აფხაზეთის სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის ნ. ლაკობას მოხსენების ირგვლივ. კამათში გამოვიდნენ დელეგატები: თოდუა, სენჩუკოვი, რუსსო, ფაჩულია, ხაბაროვი, დუხოვეცკაია, კონჯარია, ბენია, ასლანიდი, სიმოვანიანი, სანაია, აპბა, ბიგვავა, ჩხაპელია და ეზუგბაია.
სხდომის ბოლოს, კინოთეატრ „აფსნიში“, საბჭოების ყრილობის დელეგატებს აჩვენეს კინოფილმი: «Приход теплохода «Абхазия» в Сухум».
მეთერთმეტე სხდომა 9 თებერვალს საღამოს გაიმართა. გაგრძელდა კამათი აფხაზეთის სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის ნ. ლაკობას მოხსენების ირგვლივ. კამათში გამოვიდნენ დელეგატები: ჩავდარიდი, პრილიპკო, მაკაროვი, ჭოლოკუა, კორზაია, ჩიტაია, ლაგვილავა, კვიცინია და ღურცკაია. ბოლოს ყრილობამ მოისმინა აფხაზეთის სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის ნ. ლაკობას დამამთავრებელი სიტყვა აფხაზეთის სსრ-ის მთავრობის მუშაობის თაობაზე. ლაკობას ტექსტი გადაითარგმნა აფხაზურად შამბას მიერ[5].
მეთორმეტე სხდომა 10 თებერვლის დილას გაიმართა. ყრილობამ მოისმინა აფხაზეთის სსრ-ის სოფსახკომის მ. ჩალმაზის მოხსენება გაზაფხულის თესვის კამპანიასა და კოლმეურნეობის მშენებლობაზე. მოხსენებასთან დაკავშირებით კამათში გამოვიდნენ დელეგატები: კორსანტია, გაგულია, ბიტიუშინი, დაუროვა და ზაპოროჟნაია.
მეცამეტე სხდომა 10 თებერვალს საღამოს გაიმართა. გაგრძელდა დავა მ. ჩალმაზის მოხსენების გამო. დასასრულ, ყრილობამ მოისმინა მომხსენებლის საბოლოო სიტყვა.
მეთოთხმეტე სხდომა 11 თებერვლის დილას გაიმართა. ყრილობამ მოისმინა სამანდატო კომისიის მოხსენება და დაამტკიცა აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები.
შემედეგ, ყრილობამ ერთხმად მიიღო რეზოლუციები აფხაზეთის სსრ-ის მთავრობისა და მ. ჩალმაზის მოხსენების გამო.
დასასრულ, ყრილობამ დაიწყო აფხაზეთის ცაკის წევრებისა და კანდიდატების არჩევა, ასევე დელეგატების არჩევა საქართველოს, ამიერკავკასიისა და საბჭოთა კავშირის საბჭოების ყრილობებზე წარსადგენად. აირჩიეს სსრკ-ის ცაკის ეროვნებათა საბჭოში წევრები და კანდიდატები.
აფხაზეთის სსრ-ის ცაკის ახალი შემადგენლობის წევრები (მოგვიანებით თავიდან გამოქვეყნებული): ნ. ლაკობა, ჭანბა, ვ. ლადარია, ე. შამბა, პიასეცკი, აბზიანიძე, გაივორონსკი, ბესელია, ჯერგენია, ლაგვილავა, ვარდანია, პრილიპკო, ხაჯა-იფა, ხაბურძანია, შამბა, პეტროსიანი, ჩალმაზი, ადამია, ანჩაბაძე, ალშუმბა, თარბა, მგელაძე, გარცკია, ზანთარია, ბორისენკო, გაბუნია, ტანია, ანასტასიდი, ჩიტაია, კაკუჩაია, გაროსტიდი, ინალ-იფა, ლადარია, გოლანძია, როზოვი, ლევუშკინი, გეგელია, აბგაჯი, პეტროვსკაია, ბასარია, ძიძარია, ჯაფარიძე, საფრონოვი, ვართანიანი, ლევონიანი, სემერჯიევი, დელავერი, ინჯია, აკბა, გერმანოზაშვილი, კაკაციევა, ფარულავა, გრონევა, მიგინეიშვილი, აფშილავა, აშხაწავა, ქირია, ლაგვილავა, კაპაშავიძე, კიკალიშვილი, ცაავა, ვასილევი, საპრიკიდი, კაკუბა, კაჩკანიანი, მალკოვსკაია, უსიკოვი, ხარბედია, ნიკოლაევა, აკრედიტი, ეკსუზიანი, მარკინა, ვართანუში, ბოიარინცევა, ჩავდარიდი, ფაროუზოვა არუმაი, ნასონოვა, სიგკოვსკი, მურაიდი, კოროლევა, ჭოლოკუა, მელიქოვი, კაციბაია, იაკოვლევი, ზაქარაია, კონოისიკო, საენკო, მ. ლაკობა, კიუტი, სენჩუკოვი, არუთიუნოვი, შახნოვსკი, დემერჯიანი, სიგუა, კრივოშეევი, კაპლუგინი, შარია, აშხაწავა, გეიმანი, აგირბა, აშხარუა, პაკელიდი, ხრისტოფორიდი, ავედისიანი, დივასოვა, შაუმიანი, ბერია, ასლანიდი, კული, კორზაია, დელავერ-ოღლი, ვეკუა, კოღონია, მათარაძე, ბაღაფში, ბოკუჩავა, ურიდია, ფაჩულაია, კაპბა, სანგულია, ფაღავა, ბიგვავა, ხაშბა, კობახია, ბურიკინი, ოლეინიკოვი, ისაენკო, კარპოვი, სამსონაძე, ხვედელიძე, სკურდა, არჯენია, აბაში, კონჯარია, კობახია, აგირბა, ხარაზია, ხაშპულიანი, რედკინი, ვოზბა, სმირი, ჯიკირბა, ავიძბა, ჩიჩინი, ბალაბაიუკი, ალბა, გრიგოლია, ჭოჭუა, ლეჯიტი, გაბაგუა, ზანთარია, ძიგუა, ჩოლორაია, თორია, თოდუა, თორია, ყოლბაია, თოლორაია, კვეკვესკირი, მიქაია, პარპალია, ღურცკაია, ჩუკბარი, გოგოხია, კუპრავა, გოგუა, რურუა, კობახიძე, მარტიროსიანი და ფილია[6].
აფხაზეთის სსრ-ის ცაკის კანდიდატები: პარციკიანი, გრიგოლია, ბარციცი, ბარგანჯია, გრიგორიანი, გულიანცი, სემერჯიევი, დობროვოლსკაია, კოლოტოვი, ჩხარტიშვილი, ხაშბა, რუსსო, თორია, ჯაფარიძე, თურქია, აგრბა, ბაღაფში, დედეიანი, იზრაიტელი, მინჯია, ფარცხაცავა, სირაძე, ხასაია, ცვიჟბა, საპაროვი, გიგაური, რამაზოვი, ფაღავა, მოსავა, მგელაძე, კაკალია, ფილია, სიხარულიძე, აბრამოვა, მინასიანი, გაბისონია, ხონელია, ჭანტურია, გავვა, კრავჩენკო, პანინი, ჯიჯიშვილი, ანდრიუშენკო, ურიდია, კალაიჯანი, ციკოლია, ცომაია, ბერია, თოდუა, ხონელია, დელბა, აშუბა, ლომია, ბოჩაროვი, შვაგულინა, ქირია, არძინბა, როფაქიძე, ხარჭილავა, პატარაია, კორსანტია, შულგინი და კოვაჩი.
საქართველოს საბჭოების ყრილობის დელეგატები:
- გადამწყვეტი ხმით: ს. მამულია, გ. დევდარიანი, ნ. ლაკობა, ვ. ლადარია, კვანტალიანი, მიქელაძე, უსტინოვი, ალაჯალავა, ს. უბირია, ს. კუხალეიშვილი, გვარამია, ტერზიანი, ინალ-იფა, ზ. კობახია, ჭოლოკუა, ზ. ბოზბა, ჩიტაია, ე. შამბა, პაროტიდი, პრილიპკო, კ. ბაღაფში, ტ. ყოლბაია, გოგუა, აბზიანიძე და სამსონაძე;
- სათათბირო ხმით: მ. არშბა, ს. აშხაწავა, ი. ვარდანია, კაპლუგინი, ისაენკო, აბაში, სერეგინი, აშხაწავა, კ. აპბა, ამპარი და ლევუშკინი.
ამიერკავკასიის საბჭოების ყრილობის დელეგატები:
- გადამწყვეტი ხმით: ქართველიშვილი, ორახელაშვილი, ნ. ლაკობა, ვ. ლადარია, ლაგვილავა, მიქელაძე, პიასეცკი, ჩალმაზი, ზანთარია, ხაბურძანია, ბურიკინი, ხვედელიძე, კ. თორია, მათარაძე, პეტროსიანი და ჭავდარიძე;
- სათათბირო ხმით: ზ. აგრბა, არძინბა, ლ. კიუტი და ტაბაკუა.
სსრ კავშირის საბჭოების ყრილობის დელეგატები:
- ნ. ლაკობა, ვ. ლადარია და ტ. ლაგვილავა.
სსრ კავშირის ცაკის ეროვნებათა საბჭოში:
- წევრები: ვ. ლადარია, ანთია, ხაბურძანია, დაუროვა და ი. მამულია;
- კანდიდატები: ჩალმაზი და ზანთარია.
საქართველოს კპ(ბ) საოლქო კომიტეტის მდივნის ლადარიას დამამთავრებელი გამოსვლის შემდეგ ყრილობა დასრულებულად გამოცხადდა[7].
აფხაზეთის ცაკის სესიები
რედაქტირება1931 წლის 11 თებერვალს ჩატარდა აფხაზეთის სსრ-ის VI მოწვევის ცაკის პირველი სესია. სესიაზე არჩეულ იქნა აფხაზეთის ცაკის პრეზიდიუმი შემდგარი 19 წევრისა და 7 კანდიდატისაგან, ესენია:
- აფხაზეთის სსრ-ის ცაკის პრეზიდიუმის წევრები: ნ. ლაკობა, ს. ჭანბა, მიქელაძე, ლაგვილავა, ჩალმაზი, ჭოლოკუა, ზანთარია, პრილიპკო, პაროტიდი, სერეგინი, შვაგულინა, ჩიტაია, ტარბა, პეტროსიანი, ლადარია, ხაბურძანია, კაკუჩაია, აბზიანიძე და შამბა;
- აფხაზეთის სსრ-ის ცაკის პრეზიდიუმის კანდიდატები: პიასეცკი, ალშუმბა, შამბა, პეტროვსკაია, კაკალიშვილი, ანასტასიადი და ინალ-იფა.
აფხაზეთის ცაკის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა ნ. ლაკობა; პირველ მოადგილედ — ლაგვილავა, მეორე მოადგილედ — ჭოლოკუა.
სესიამ დაამტკიცა შემდეგი სახკომები:
- აფხაზეთის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე — მიქელაძე;
- განათლების სახალხო კომისარი — ჭანბა;
- მიწათმოქმედების სახალხო კომისარი — ჩალაზი;
- ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი — ხაბურძანია;
- შიდა ვაჭრობის სახალხო კომისარი — ზანთარია;
- რკი სახალხო კომისრის რწმუნებული — ლაგვილავა;
- შრომის სახალხო კომისრის რწმუნებული — პრილიპკო;
- სამხედრო კომისარი — გოლანძია[8].
ლიტერატურა
რედაქტირება- газ. «Советская Абхазия», №27-38, 4-18 февраль, 1931
სქოლიო
რედაქტირება- ↑ газ. «Советская Абхазия», №21, 28 январь, 1931
- ↑ газ. «Советская Абхазия», №29, 7 февраль, 1931
- ↑ газ. «Советская Абхазия», №30, 8 февраль, 1931
- ↑ газ. «Советская Абхазия», №31, 9 февраль, 1931
- ↑ газ. «Советская Абхазия», №32, 10 февраль, 1931
- ↑ газ. «Советская Абхазия», №34, 13 февраль, 1931
- ↑ газ. «Советская Абхазия», №33, 12 февраль, 1931
- ↑ газ. «Советская Абхазия», №34, 13 февраль, 1931