აფხაზეთის საბჭოების VII ყრილობა

სრულიად აფხაზეთის საბჭოების VII ყრილობა (27 იანვარი, 1935, სოხუმი) — სრულიად აფხაზეთის საბჭოების რიგით მეშვიდე ყრილობა. სულ ჩატარდა 11 სხდომა.

აფხაზეთის საბჭოების სესიები

რედაქტირება

1935 წლის 2 იანვარს აფხაზეთის საბჭოების VII ყრილობის პირველი სესია ქალაქ სოხუმში, პირველ სახელმწიფო თეატრის შენობაში საღამოს 7 საათზე შედგა.[1]

ყრილობა გახსნა აფხაზეთის ცაკის თავჯდომარემ ნ. ლაკობამ. მისი წინადადებით საპატიო პრეზიდიუმში აირჩიეს: სკპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიურო ი. სტალინის ხელმძღვანელობით და ამიერკავკასიის და საქართველოს ბოლშევიკები ლ. ბერიას მეთაურობით. ასევე არჩეულ იქნა 53 წევრისგან შემდგარი პრეზიდიუმი: ნ. ლაკობა, ვ. ლადარია, ნ. ილიუშინი, ტ. ლაგვილავა, მ. ჩალმაზი, ბ. ზანთარია, ლ. აბზიანიძე, მ. პეტროსიანი, ვ. ამფარი, მ. ეხვაია, მ. ბარგანჯია, ა. მგელაძე, ო. მალაია, ა. გაბუნია, ე. ცოკოლოპულო, ა, ჩიტაია, კ. ბასტანჯიანი, ს. კიუტი, კ. ამიჩბა, ს. ფილია, ი. სემერჯიევი, დ. ჯერგენია, მ. მინასიანი, ზ. კობახია, ი. ლუტოვინოვი, ს. ხვედელიძე, ა. გულია, ჭელიძე, ა. ჯურაშევიჩი, ა. ბაშკევიუსი, ვ. ანჩაბაძე, ლ. კიუტი, მ. ლაკობა, ს. საყვარელიძე, პ. ბურეევი, გ. აჯბა, ი. გორდეევი, ი. ადამია, ი. ვარდანია, ი. გაბაშვილი, კ. პაროტიდი, მ. ამიჩბა, ს. სანდლერი, კ. სემერჯიევი, ა. ტარბა, ვ. გრიგორევი, ნ. კაკუჩაია, ხ. ჯიხოვი, ხ. შამბა, ა. ჩაკბარი, კ. ინალ-იფა, ვ. ლაკობა, ა. ჭოჭუა.

სამდივნოში აირჩიეს: ვ. გრიგორევა, ა. აშხაწავა, მ. შალაშნიკოვა, ზ. აგრბა, ა. ხასაია, მ. ხაშბა.

სამანდატო კომისიაში აირჩიეს: კ. კარალ-ოღლი, მ. ჯერგენია, კ. აპპბა, ს. შარია, პეკაროვი, მ. გარცკია.

სესიამ დაამტკიცა შემდეგი დღის წესრიგი:

  1. აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის ანგარიში (ნ. ლაკობა);
  2. აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუცია და ცაკის მდგომარეობა (ვ. გრიგორევი);
  3. აფხაზეთის ასსრ-ის ცაკის არჩევნები;
  4. დელეგატების არჩევნები:
    ა) საქართველოს საბჭოების VII ყრილობაზე;
    ბ) ამიერკავკასიის საბჭოების VII ყრილობაზე;
    გ) საბჭოთა კავშირის საბჭოების VII ყრილობაზე.
  5. სსრკ-ის ცაკის ეროვნებათა საბჭოს არჩევნები.

ამიერკავკასიის მთავრობის სახელით მოხსენება გააკეთა ამიერკავკასიის სფსრ-ის სახკომსაბჭოს თავჯდომარის მოადგილემ — ილუშინმა. შემდეგ სიტყვით გამოვიდა ტყვარჩელის სამადნოს საბჭოთა აფხაზეთის ინდუსტრიული კერის დირექტორი ხვედელიძე.[2][3]

მეორე სხდომა გაიხსნა 3 იანვარს დილის 10 საათზე თ. ლაგვიალავას თავჯდომარეობით.[4] სიტვით გამოსულები იყვნენ: ა. ხაშბა, ე. შამბა, კაცია, მიშველაძე, ტუტელიანი და სხვები.

მესამე სხდომა გაიხსნა 3 იანვარს საღამოთი. თავჯდომარეობდა თ. ლაგვილავა. სიტყვით გამოსული იყო აფხაზეთის ასსრ-ის ცაკის თავჯდომარე ნ. ლაკობა.[5]

მეოთხე სხდომა გაიხსნა 4 იანვარს დილით. თავჯდომარეობდა თ. ლაგვილავა. სხდომაზე სიტყვით გამოსული იყო ნ. ლაკობა. დასასრულს გაიმართა კამათი მოხსენების გარშემო.[6]

მეხუთე სხდომა გაიხსნა 4 იანვარს საღამოთი. გაგრძელდა კამათი ნ. ლაკობას მოხსენების თაობაზე. სიტყვით გამოვიდნენ: ზანთარია, ჩალმაზი, ფილია, ამიჩბა, გუდავაძე, ჩიტაია, ზ. ვოზბა, კ. ბასტარჯიანი და სხვები.[7]

მეექვსე სხდომა გაიხსნა 5 იანვარს დილით. თავჯდომარეობდა ა. გაბუნია. გაგრძელდა კამათი ნ. ლაკობას მოხსენების თაობაზე. სიტყვით გამოვიდნენ: გ. კაპბა, ს. შარია, დ. ჯერგენია, ხაინდრავა, სანდლერი, ვეგესი, კ. სემერჯიევი და სხვები.

მეშვიდე სხომა გაიხსნა 5 იანვარს საღამოთი. თავჯდომარეობდა ა. ჩუკბარი. გაგრძელდა კამათი ლაკობას სიტყვით გამოსვლის თაობაზე. გამოვიდნენ: ა. გაბუნია, ნ. ბიგვავა, შერვაშიძე, სანგულია, ლ. კიუტი, მ. ბარგანჯია, კონონოვა და სხვები.[8]

მერვე სხდომა გაიხსნა 6 იანვარს დილით. თავჯდომარეობდა მ. პეტროსიანი. გაგრძელდა კამათი ლაკობას სიტყვით გამოსვლის თაობაზე. გამოვიდნენ: იუშკინი, ანჩაბაძე, კორსანტია, ილიადი, ბასარია, ზ. ბენია, სამუშია და სხვები.

მეცხრე სხდომა გაიმართა 6 იანვარს საღამოთი. თავჯდომარეობდა თ. ლაგვილავა. გაგრძელდა კამათი ლაკობას სიტყვით გამოსვლის თაობაზე. გამოვიდნენ: ხ. შამბა, ჯაფარიძე, კობახია, ა. ჩუკბარი, ნაბალიანის. აშხაწავა და სხვები. დასასრულს შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა ნ. ლაკობა.[9]

მეათე სხდომა გაიხსნა 7 იანვარს დილით. სხდომაზე გადათარგმნილ იქნა ნ. ლაკობას შემაჯამებელი სიტყვა აფხაზურ და მეგრულ ენებზე. შემდეგ სიტყვით გამოვიდა გრიგორიევი აფხაზეთის ასსრ-ის კონსტიტუციასა და აფხაზეთის ასსრ-ის ცაკის თაობაზე. დარბაზში გამოცხადდა ახალი კონსტიტუციის ტექსტი რუსულ ენაზე, შემდეგ ის გადათარგმნილ იქნა აფხაზურ და ქართულ ენებზე.

მეთერთმეტე სხდომა გაიხსნა 7 იანვარს საღამოთი. სხდომამ მოისმინა და დაამტკიცა სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში აფხაზეთის ასსრ-ის მთავრობის მუშაობის შესახებ, ასევე მოისმინა და დაამტკიცა სამანდატო კომისიის მოხსენება.

სხდომაზე მიღებულ და დამტკიცებულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის ახალი კონსტიტუცია. დასასრულს სხომამ აარჩია აფხაზეთის ასსრ-ის ცაკი; საქართველოს საბჭოების VII, ამიერკავკასიის საბჭოების VII, საბჭოთა კავშირის საბჭოების VII ყრილობებზე წარსადგენი დელეგატები და წარმომადგენლები სსრკ-ის ცაკის ეროვნებათა საბჭოში.[10][11]

აფხაზეთის ცაკის სესიები

რედაქტირება

1935-1937 წლებში მოქმედებდა აფხაზეთის ასსრ-ის VII მოწვევის ცაკი, რომელმაც ჩაატარა შემდეგი სესიები:

  • 7 იანვარი, 1935 — პირველი სესია;
  • 17 თებერვალი 1937 — მესამე სესია;
  • 30 ივლისი, 1937 — მეოთხე სესია.

აფხაზეთის ცაკი

რედაქტირება

აფხაზეთის ასსრ-ის ცაკის პირველი სესია ჩატარდა 1935 წლის 7 იანვარს.[12][13]

  1. Газ. «Советская Абхазия», №2 (4047), 2 января, 1935
  2. Газ. «Советская Абхазия», №3 (4047), 3 января, 1935
  3. გაზ. „კომუნისტი“, №3 (4160), 3 იანვარი, 1935
  4. გაზ. „კომუნისტი“, №4 (4161), 4 იანვარი, 1935
  5. Газ. «Советская Абхазия», №4 (4049), 4 января, 1935
  6. გაზ. „კომუნისტი“, №6 (4163), 6 იანვარი, 1935
  7. Газ. «Советская Абхазия», №5 (4050), 5 января, 1935
  8. Газ. «Советская Абхазия», №6 (4051), 6 января, 1935
  9. Газ. «Советская Абхазия», №7 (4052), 7 января, 1935
  10. Газ. «Советская Абхазия», №8 (4053), 8 января, 1935
  11. Газ. «Советская Абхазия», №9 (4054), 9 января, 1935
  12. Газ. «Советская Абхазия», №8 (4053), 8 января, 1935
  13. Газ. «Советская Абхазия», №9 (4054), 9 января, 1935