აფსნი (ღვინო)
აფსნი, ბუნებრივად მოტკბო წითელი ღვინო. ამზადებენ აფხაზეთში გავრცელებული წითელი ყურძნის ჯიშებისაგან. შეიცავს 9-10% (მოცულობით) სპირტს, 3-5% შაქარს, ტიტრული მჟავიანობა 5-7 გ/ლ. აქვს ბროწეულის ფერი. ჰარმონიული გემო. საერთაშორისო კონკურსზე მიანიჭეს ვერცხლის მედალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- სირბილაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1,გვ. 248, თბ., 1997