აფრიკული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი

აფრიკული ხელოვნების ეროვნული მუზეუმივაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის აფრიკული ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ამერიკული შეერთებული შტატების დედაქალაქის ეროვნულ ცენტრში. მისი კოლექციები მოიცავს 9,000-მდე ტრადიციულ და თანამედროვე აფრიკული ხელოვნების ნიმუშებს როგორც სუბსაჰარული აფრიკის ტერიტორიიდან, ასევე ჩრდილოეთ აფრიკიდან. მუზეუმში დაცულია 300,000 ფოტოსურათი და 50,000 ბიბლიოთეკის ტომი. ეს იყო პირველი დაწესებულება, რომელიც მიეძღვნა აფრიკულ ხელოვნებას შეერთებულ შტატებში და რჩება უდიდეს კოლექციად. გაზეთმა, ვაშინგტონ პოსტმა მუზეუმს უწოდა საერთაშორისო ხელოვნების საყრდენი და შეერთებული შტატების თანამედროვე აფრიკული ხელოვნების მთავარი ადგილი.

აფრიკული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი
38°53′16″ ჩ. გ. 77°01′31″ დ. გ. / 38.887972° ჩ. გ. 77.025500° დ. გ. / 38.887972; -77.025500
დაარსდა 1964
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
დამაარსებლები უორენ რობინსი
მდებარეობა ვაშინგტონი
ვიზიტორები 213,000 (2016)
ოფიციალური საიტი africa.si.edu
Map

მუზეუმი დაარსდა 1964 წელს საგარეო სამსახურის ოფიცრისა და უბრალო პირის მიერ, რომელმაც შეიძინა აფრიკული ხელოვნების სხვადასხვა საგნები გერმანიაში და რამდენიმე სახლი კაპიტოლ ჰილში, რათა შემდგომ ეს კოლექციები ვიზიტორებისთვის გამოეფინა. კოლექცია ორიენტირებული იყო აფრიკულ ტრადიციულ ხელოვნებაზე, ჰქონდა საგანმანათლებლო მისია - შავი კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად შესწავლა. 1979 წელს, მუზეუმი შეუერთდა ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტს და ორი წლის შემდეგ გახდა აფრიკული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი. ახალი, მიწისქვეშა მუზეუმის შენობა დასრულდა 1987 წელს, ეროვნული მოლის მახლობლად და სმითსონის სხვა მუზეუმების მიმდებარედ. ის სმითსონის ინსტიტუტის ყველაზე პატარა მუზეუმებს შორისა ერთ-ერთია.

აფრიკის ხელოვნების მუზეუმმა მომდევნო ოცი წლის განმავლობაში სამეცნიერო მუზეუმის სახე მიიღო. წლების განმავლობაში აგროვებდა ისტორიული მნიშვნელობის ტრადიციულ და თანამედროვე ნაწარმოებებს. გამოფენებში წარმოდგენილია მუზეუმში არსებული ნამუშევრები. მუზეუმი ყოველწლიურად მასპინძლობს ორ-სამ დროებით გამოფენას და ათ განსაკუთრებულ მოვლენას. მიმომხილველებმა გააკრიტიკეს ეროვნული მოლის შენობის არქიტექტურა, განსაკუთრებით ბუნებრივი სინათლის ნაკლებობა. დაგეგმილია მუზეუმის განახლება.

1950-იან წლებში ამერიკის საგარეო სამსახურის ოფიცერმა უორენ რობინსმა შეაგროვა აფრიკული ფიგურები, ნიღბები, წიგნები და ქსოვილები გერმანული ანტიკვარული მაღაზიებიდან . ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე, 1960 წელს მან შეიძინა სახლი კაპიტოლ ჰილზე და გამოფინა თავისი კოლექცია. მუზეუმის, ხელოვნების და დაფინანსების გამოცდილების გარეშე, რობინსს სჯეროდა, რომ კოლექციას შეეძლო გაეძლიერებინა ინტერრაციალური სამოქალაქო უფლებები და გაეუმჯობესებინა ეროვნული შავი კულტურული მემკვიდრეობისადმი მოსახლეობის ინტერესი. 1963 წლიდან შეუდგა კაპიტოლ ჰოლის სახლების გაფართოებას, მათ შორისაა ყოფილი აბოლიციონისტის, ფრედერიკ დუგლასის სახლი. კოლექციებმა საბოლოოდ დაიკავეს ცხრა ქალაქის სახლი.

მუზეუმი ოფიციალურად დაარსდა 1964 წელს, როგორც აფრიკული ხელოვნების მუზეუმი. 1976 წლისთვის, აფრიკის ხელოვნების მუზეუმს ჰყავდა 20-კაციანი პერსონალი, 6000 საგნებიანი კოლექცია, ხოლო რობინსი აფრიკაში იყო ნამოგზაურები.

 
მუზეუმის ორიგინალური ადგილმდებარეობა, კაპიტოლ ჰილზე.

კოლექციები

რედაქტირება
 
სპეციალისტი ამზადებს გამოფენას, 1987 წელს

აფრიკული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი პირველი დაწესებულება იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ემსახურებოდა აფრიკული ხელოვნების კულტურული ნამუშევრების შენახვას და პოპულარიზაციას. ამის შემდეგ, 1984 წელს ნიუ-იორკში გაიხსნა ცენტრი აფრიკული ხელოვნებისთვის, რომელსაც დღეს აფრიკული ცენტრის სახელწოდებითაა ცნობილი. ეროვნული მუზეუმის კოლექცია, აფრიკულ ცენტრთან შედარებით, ბევრად უფრო ვრცელია. 2008 წლის მონაცემებით, იგი შედგებოდა 9,000 ობიექტისა და 300,000 ფოტოსგან. ობიექტები მიეკუთვნება მე-15 საუკუნის ქანდაკებებს. ხოლო ფოტომასალაში შედის ფოტოჟურნალისტების ელიოტ ელისოფონისა და კონსტანტს სტიუარტ ლარაბის ნამუშევრები. ფოტოგრაფმა ელისოფონმა გააშუქა მე-20 საუკუნის ძირითადი მოვლენები ჟურნალისთვის, სიცოცხლე, ხოლო ლარაბიმ მეორე მსოფლიო ომისა და სამხრეთ აფრიკის ცხოვრება. 2004 წლისთვის მუზეუმს ჰქონდა 400 თანამედროვე ნამუშევრები. მუზეუმი აგროვებს ნივთებს, რომლებიც ტრადიციული და ესთეტიკური ღირებულებისაა.

1980-იანი წლების შუა პერიოდში მუზეუმი გადავიდა ეროვნულ მოლში, მისი მუდმივი კოლექცია შედგებოდა 6000-ზე მეტი ხელოვნების ობიექტისგან (მაგ., ქანდაკება, ხელნაკეთი ნივთები, ქსოვილები) და ელისოფონის დიდი ფოტოგრაფიული კოლექციისგან. მუზეუმის კოლექციაში შენახულია ედოელების სპილოს ძვლის კოვზი და ოქროს გულსაკიდს რობერტ ვუდს ბლისის ქონებიდან.

ათწლეულის განმავლობაში კოლექცია დღითიდღე ფართოვდებოდა. 1997 წელს, ფოტოგრაფმა კონსტანტ სტიუარტ ლარაბიმ მუზეუმს გადასცა 3000 ფოტო სამხრეთ აფრიკიდან. 2005 წელს, მუზეუმმა მიიღო Walt Disney-Tishman-ის კრებული, რომელიც მოიცავს 525 აფრიკული ხელოვნების ნამუშევრებს. სმითსონის ინსტიტუტთან შეერთების შემდეგ, გაიზარდა მუზეუმში არსებული წიგნების რაოდენობაც, 3,000-დან 30,000-მდე. მუზეუმი ახლა შეიცავს 50,000 წიგნს ვიზუალური ხელოვნების, რელიგიის, კულინარიის, ანთროპოლოგიის და ისტორიის შესახებ.[1]

მუზეუმმა თავისი პირველი 25 წლის განმავლობაში უმასპინძლა 130 სპეციალურ გამოფენას და სმიტსონიანთან შეერთების დღიდან ყოველწლიურად მასპინძლობს ორ-სამ დროებით გამოფენას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Warren M. Robbins Library, National Museum of African Art. Smithsonian Libraries. ციტირების თარიღი: 2017-07-22