აფრიკული ღორის ცხელება

დაავადება

აფრიკული ღორის ცხელება — გამოწვეულია ამავე სახელწოდების ვირუსით, რომლითაც ინფიცირდება შინაური და ველური ღორები, ასევე ტკიპების ზოგიერთი სახეობა. ვირუსი იწვევს მომაკვდინებელ ჰემორაგიულ დაავადებას შინაურ ღორებში. ვირუსის ზოგიერთ შტამს შეუძლია ცხოველი ინფიცირებიდან ერთ კვირაში მოკლას. სხვა ცხოველებში ეს ვირუსი რაიმე შესამჩნევ დაავადებას არ იწვევს. აღცვ ენდემიურია სუბსაჰარის აფრიკაში და წარმოჩინდება ციკლურად გარეულ ღორებში. ეს ვირუსი პირველად აღწერეს ევროპელმა ჩასახლებულებმა სუბსაჰარის აფრიკის იმ რეგიონებში სადაც ეს ვირუსი იყო გავრცელებული.

ლიტერატურა

რედაქტირება