აფაგ შიხლი

აზერბაიჯანელი მწერალი

აფაგ შიხლი (აზერ. Afaq Şıxlı; დ. 25 ივნისი, 1969, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, თარჯიმანი, საერთაშორისო მწერლებისა და პუბლიცისტების ასოციაციის, ევროაზიის მწერალთა გაერთიანების, რუსეთისა და აზერბაიჯანის მწერალთა გაერთიანების წევრი, რუსეთის პოეზიის აკადემიის და აზერბაიჯანის ჟურნალისტების გაერთიანების წევრი. 2015 წლის იანვრიდან აზერბაიჯანის მწერალთა გაერთიანების მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია.

აფაგ შიხლი
დაბადების თარიღი 25 ივნისი, 1969(1969-06-25) (54 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო, სსრკ
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 აზერბაიჯანი

ცხოვრება რედაქტირება

აფაგ შიხლი დაიბადა 1969 წლის 25 იანვარს, აზერბაიჯანის სსრ-ის დედაქალაქ ბაქოში, მეცნიერთა ოჯახში. წარმოშობით არის ყაზახის რაიონის სოფელ იქინჯი-შიხლიდან, შიხლინსკების საგვარეულოდან. 1984 წელს, 15 წლის ასაკში დაამთავრა №12 საშუალო სქოლა ოქროს მედალზე, შემდეგ კი ჩააბარა ნერიმანოვის სახელობის აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე პროფილაქტიკის ფაკულტეტზე. 1990 წელს მეორე პროფილაქტიკის ფაკულტეტის წარჩინებით დაამთავრა და 2000 წლამდე 15 ნომრიანი TSH-ის მეხუთე განყოფილებაში ექიმ-თერაპევტათ მუშაობდა.

დღეისათვის რუსეთში, ქალაქ მოსკოვში ცხოვრობს.

2011 წლიდან საერთაშორისო მწერლებისა და პუბლიცისტების ასოციაციის, 2012 წლიდან ევრაზიის მწერალთა გაერთიანების, რუსეთის მწერალთა გაერთიანების და რუსეთის პოეზიის აკადემიის,[1] 2013 წლიდან აზერბაიჯანის ჟურნალისტთა გაერთიანების წევრია.[2]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  1. Qəlbimin dedikləri. Bakı: Araz, 2003. Redaktor: Mehdi Şixlinski.
  2. Sevərsənmi. Bakı: Xəzər universiteti nəşriyyatı, 2005. Redaktor: Knyaz Aslan.
  3. Məndən uzaqda. Bakı: Xəzər universiteti nəşriyyatı, 2008. Redaktor: Knyaz Aslan.
  4. Səni düşünürəm. Bakı: Adiloğlu, 2011. Redaktor: Elman Tovuz.
  5. Ömrümün beşinci fəsli. Bakı. 2013. Redaktor: Professor Məmməd İsmayıl.
  6. Dostlarım, bana da bahar gönderin! Türkiyə. 2013.(Türkiyə türkcəsi). Uyğunlaşdıran və redaktor: İmdat Avşar.
  7. Yeddidən biri. Bədii tərcümələr. Saratov. 2014. Redaktor: Professor Məmməd İsmayıl və şair Elman Tovuz.
  8. Bədii tərcümələr. Bakı. 2014.
  9. Sənə demədiklərim. Bakı. 2015.

სქოლიო რედაქტირება

  1. Afaq Şıxlı Rusiya Yazarlar Birliyinə daxil oldu
  2. Afaq Şıxlı Azərbaycan Jurnalistlər Birliyinin üzvü seçildi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-26. ციტირების თარიღი: 2020-04-05.