აფაგ სულთანოვა
აფაგ სულთანოვა (აზერ. Afaq Vaqif qızı Sultanova) — აზერბაიჯანელი პარაოლიმპიელი ძიუდოისტი, რომელიც მონაწილეობს წონით კატეგორიაში 57 კილოგრამამდე და სიბრმავე კატეგორიაში B3. მსოფლიო ჩემპიონი 2010[1] და 2011[2] წლის მსოფლიო თამაშების გამარჯვებული. მან წარმოადგინა აზერბაიჯანი 2012 წლის ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში, როგორც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ოქროს მედალი მოიპოვა.[3]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 თებერვალი, 1987 (37 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ჯილდოები | დიდების ორდენი, Azerbaijan Democratic Republic 100th anniversary medal და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააფაგ სულთანოვა დაიბადა 1987 წლის 20 თებერვალს ბაქოში. ძიუდომდე აფაგ სულთანოვა კარატეში ვარჯიშობდა. 13 წლისამ დაიწყო ძიუდოში ვარჯიში. 2008 წელს მან გაიმარჯვა მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე. თუმცა, ტრავმამ, რამაც გამოიწვია მისი მხედველობის გაუარესება, აიძულა იგი პენსიაზე წასულიყო. მისი თანამემამულე ილჰამ ზაკიევის შთაგონებით, მოახერხა პარალიმპიის ორგზის ჩემპიონი გამხდარიყო, აფაგმა განაგრძო ვარჯიში.[4]
2010 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 2012 წელს კი ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქრო მოიპოვა, ფინალში ბრაზილიელი ლუსია და სილვა ტეიშეირა იპონით დაამარცხა. აფაგ სულთანოვა გახდა პირველი აზერბაიჯანელი ქალი, რომელმაც მოიპოვა ოქრო პარაოლიმპიურ თამაშებზე.
2015 წლის ნოემბერში სულთანოვამ მოიპოვა ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართა პორტუგალიაში, ქალაქ ოდიველასში. იმავე წელს მან ბრინჯაო მოიპოვა სეულის მსოფლიო თამაშებზე.[5] აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2012 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით სულთანოვა დაჯილდოვდა შოჰრატის (დიდების) ორდენით და მიენიჭა ოლიმპიური სტიპენდია. ცხოვრობს ბაქოს სოფელ ამირჯანში.[6]
2016 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შექმნის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით და აზერბაიჯანში პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის, სულთანოვა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, დაჯილდოვდა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო სიგელით“.
2017 წელს ბაქოში გამართული ისლამური სოლიდარობის თამაშების გამარჯვებული გახდა.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2010 IBSA JUDO WORLD CHAMPIONSHIPS. ANTALYA, TURKEY. MARCH 25th-29th. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-10. ციტირების თარიღი: 2012-07-04.
- ↑ 4th IBSA World Championships and Games. Antalya, Turkey, 1st - 10th April 2011 დაარქივებული 2012-06-30 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Judo: What to Watch. ციტირების თარიღი: 2012-07-04
- ↑ Официальный сайт МПК написал об азербайджанской чемпионке. ციტირების თარიღი: 2014-02-07
- ↑ IBSA European Championships Odivelas 2015. ibsasport.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-11. ციტირების თარიღი: 2016-09-20
- ↑ Распоряжение Президента Азербайджанской Республики o награждении членов национальной паралимпийской команды Азербайджана. ციტირების თარიღი: 2014-02-07
- ↑ Азербайджан выиграл турнир по дзюдо Исламских игр-2017. ციტირების თარიღი: 2017-08-30