აუქსოტროფები
აუქსოტროფები (ბერძნ. auxō — ვზრდი, ვადიდებ და trophē — კვება), ბაქტერიები, სოკოები ან წყალმცენარეები, რომლებსაც მუტაციის შედეგად დაკარგული აქვთ მარტივი წინამორბედი ნივთიერებებისაგან ზრდისათვის აუცილებელი ერთ-ერთი ნივთიერების სანთეზის უნარი.
აუქსოტროფების განვითარებისათვის აუცილებელია ამინომჟავები, ვიტამინები ან აზოტოვანი ფუძეები. ამით ისინი განსხვავდებიან ზრდის ნივთიერებათა სინთეზის უნარის მქონე აუქსოატოტროფებისაგან და აგრეთვე პროტოტროფებისაგან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 11.