აუსპიციუმი
აუსპიციუმი (ლათ. auspicium < avis – ფრინველი, specio – ვუთვალთვალებ) — მკითხაობა ძველ რომში „ღმერთების ნება-სურვილის“ შესაცნობად ფრინველთა ფრენის, მათი ხმიანობის, ციური მოვლენების და სხვა „ღვთაებრივი ნიშნების“ მიხედვით. მისი მოწყობის უფლება მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხის გადაწყვეტის წინ ჰქონდათ უმაღლეს მაგისტრატოსებს. აუსპიციუმის შედეგებს განმარტავდა ავგურების ქურუმთა კოლეგია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 10.