აუგუსტ რეი (ესტ. August Rei; დ. 22 მარტი, 1886 — გ. 29 მარტი, 1963, სტოკჰოლმი) — ესტონელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1928-1929 წწ. პირველი-მეხუთე მოწვევის რიიგიკოგუს დეპუტატი.

მონაწილეობდა რუსეთის 1905 წლის რევოლუციაში. 1918–1919 წლებში ესტონეთის დროებითი მთავრობის შრომის მინისტრია. 1932–1933 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი. 1938–1940 წლებში ესტონეთის ელჩია სსრკ-ში. 1940 წელს გაიქცა შვედეთში, რითაც თავიდან აიცილა დაპატიმრება.

1945–1963 წლებში იყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დევნილობაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება