აუგუსტე ფიკერტი
აუგუსტე ფიკერტი (გერმ. Auguste Fickert; დ. 25 მაისი, 1855, ვენა ― გ. 9 ივნისი, 1910, მარია-ენცერსდორფი) ― ავსტრიული ფემინიზმის ერთ-ერთი პიონერი და სოციალური რეფორმატორი. მისი პოლიტიკა ავსტრიული ფემინიზმის მემარცხენე ფრთას წარმოადგენდა და მუშათა კლასის ქალთა განათლებისა და იურიდიული დაცვის კამპანიებში პროლეტარულ ორგანიზაციებთან მოკავშირეობდა.
აუგუსტე ფიკერტი | |
---|---|
აუგუსტე ფიკერტი | |
დაბადების თარიღი |
25 მაისი, 1855 ვენა, ავსტრიის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
9 ივნისი, 1910 მარია-ენსცერსდორფი, ავსტრია |
სხვა სახელები | გუსტი[1] |
ეროვნება | ავსტრიელი (ავსტრია-უნგრეთის იმპერია) |
საქმიანობა | მასწავლებელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფიკერტი ვილჰელმ ფიკერტის, ვენელი სასამართლოს მბეჭდავისა და მისი ცოლის, ლუიზას ოჯახში დაიბადა. მას და, მარიანა და ორი ძმა, ემილი და ვილი ჰყავდა.[1] იგი Englisher Fraulein-ის სკოლაში დადიოდა 1869 წლიდან, ხოლო შემდეგ Lehrerinnen- Bildungsanstalt St Anna-ში, მასწავლებელთა საწვრთნელ კოლეჯში სწავლობდა, რომელიც 1876 წელს დაასრულა.[1]
1893 წელს ფიკერტმა ავსტრიელ ზოგადი ასოციაცია (Allgemeiner Österreichischer Frauenverein) დააარსა.[1] ეს ორგანიზაცია პროლეტარ ქალთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის იბრძოდა. იმ დროისთვის ორგანიზაცია ავსტრიის ფემინისტურ ორგანიზაციებს შორის ყველაზე რადიკალური იყო. ფიკერტი ორგანიზაციის პუბლიკაციების, Dokumente der Frauen (ქალთა დოკუმენტები) და Neues Frauenleben (ქალთა ახალი ცხოვრება). 1897 წელს ის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა.
ფიკერტი 1910 წლის 9 ივნისს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა მარია-ენცერსდორფის სანატორიუმში, ქვემო ავსტრიაში. იგი ვენაში, ნოიშტიფტ ამ ვალდეს სასაფლაოზეა დაკრძალული.[1]
აღიარება
რედაქტირება1926 წელს ვენაში ერთ-ერთ ქუჩას, ფიკერტგასეს, სახელი აუგუსტე ფიკერტის პატივსაცემად ეწოდა.
1929 წელს მოქანდაკე ფრანც ზაიფერტმა მის პატივსაცემად მემორიალი შექმნა, რომელიც ამჟამად ვერინგში, ვენაში მდებარეობს და წარწერაც აქვს: „სიმამაცითა და ენერგიით სავსემ, მან თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს შესწირა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Fickert, Auguste 1855 - 1910 at Ariadne web (Translated from German ), Archive of Obituaries and News articles. Accessed March 2010.
- de Haan, Francisca (2006). Biographical dictionary of women's movements and feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe: 19th and 20th centuries. Central European University Press, გვ. 131–133. ISBN 963-7326-39-1.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Weiner Stadt- und Landesbibliothek, Handschiftensammlung, August Flickert: Manuscripts including her diary 1871/72-1910 (124 pp.) and c. 2000 unpublished letters.
- Flich, Renate. “Der Fall Auguste Flickert-eine Lehrerin macht Schlagzeilen” (The case of Auguste Flickert- A woman teacher makes the headlines). Wiener Geschichtsblatter 45, no. 1 (1990): 1-24.
- Hacker, Hanna. “Wer gewinnt? Wer verliert? Wer tritt aus dem Schatten? Machtkampfe und Beziehungsstrukturen nach dem Tod der ‘groben Feministin’ August Fickert (1910)” (Who will win? Who will lose? Who steps out of the shadow? Power struggles and relations after the death of the ‘great feminist’ Auguste Fickert, 1910). L’Homme-Zeitschrift fur Feministische Geschichtwsissenschaft 7, no. 1 (1996): 97-106.
- Anderson, Harriet. Utopian Feminism. Women’s Movements in fin-de-siecle Vienna. New Haven-London: Yale University Press, 1992.
- Hacker, Hanna. “Zeremonien der Verdrängung: Konfliktmuster in der bürgerlichen Frauenbewegung um 1900” (Ceremonies of suppression: conflict patterns in the bourgeois women’s movement about 1900). In Lisa Fischer and Emil Brix, eds. Die Frauen der Wiener Modern (The women of Viennese modernism). Vienne-Munich: Verlag fur Geschichte und Politik und Oldenbourg Verlag, 1977, 101-109.