აუგსბურგის ლიგა – ჰოლანდიის შტატჰალტერის ვილჰელმ III ორანელის ინიციატივით 1686 წელს შექმნილი საიდუმლო თავდაცვითი კავშირი, რომელშიც გაერთიანდნენ ჰოლანდია, საღვთო რომის იმპერია, ესპანეთი, შვედეთი, ბავარია, პფალცი და საქსონია. მიზნად ისახავდა შეეჩერებინა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ტერიტორიული დაპყრობანი დასავლეთ ევროპაში. 1689 წელს ვილჰელმ III-ის ინგლისის მეფედ გამოცხადების შემდეგ, აუგსბურგის ლიგას ინგლისიც შეუერთდა. ლიგასა და საფრანგეთს შორის წარმოებულ სახმელეთო ბრძოლებში (1690-1693) უპირატესობა საფრანგეთმა მოიპოვა, 1692 წელს საზღვაო ბრძოლაში კი ინგლის-ჰოლანდიის გაერთიანებულმა ფლოტმა გაანადგურა საფრანგეთის ფლოტი. ომი დამთავრდა 1697 წელს რიისვიკის ზავით, საფრანგეთმა დათმო დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილი.

ლიტერატურა

რედაქტირება