ატამანის სახლი
ატამანის სახლი (რუს. Дом атамана) — ერთსართულიანი აგურის სახლი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. შეტანილია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეესტრში. სახლი აგებულია XX საკუნის დასაწყისში.
ატამანის სახლი რუს. Дом атамана | |
---|---|
კოორდინატები | 47°25′04″N 40°05′40″E / 47.417699° ჩ. გ. 40.094542° ა. გ. |
მდებარეობა | ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | 1907 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ნოვოჩერკასკი, მოსკოვის ქუჩა № 49.
ისტორია
რედაქტირებაატამანის სახლი აგებულია 1907 წელს. ისტორიულ დოკუმენტებში 1915 წლისათვის სახლი მოიხსენიება სახელწოდებით „ატამანის სახლი“. მიუხედავად იმისა, რომ ნოვოჩერკასკში არსებობდა ატამანის სასახლეც, სადაც ატმანი ატარებდა დროის უდიდეს ნაწილს, აუცილებელი იყო ასევე შენობა სხვადასხვა საჭიროებებისათვის. მსგავსი ბინა იყო ატამანის სახლი მოსკოვის ქუჩა ნომერ 49-ში.
სახლი აგებულია მოდერნის არქიტექტურულ სტილში. პროექტის ავტორმა ფასადის გაფორმებისას გამოიყენა ჩანართები და ჩარჩოები. მთავარი შესასვლელი განათავსა მარცხენა ნაწილში. იგი რუსტირებული თაღის სტილშია შესრულებული, რომელსაც თავზე ადგას ნახევარწრიული ფანჯარა. მთავარი შესასვლელის თაღი სრულდება ფართო კარნიზით და ატიკით. შენობის მარცხენა და მარჯვენა მხარეს განთავსებულია ფანჯრების სხვადასხვა რაოდენობა, რომელიც გაფორმებულია ერთმანეთში გადახლართული ორნამენტებით.
სახლის მშენებლობისას შეიქნა ორი კარიბჭე სხვადასხვა სტილში. პირველ შემთხვევაში გამოყენებულია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები, მეორე შემთხვევაში კი — მოხრილი ხაზები.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სახლში განათავსეს ნოვოჩერკასკის გარნიზონის უფროსის ბინა[1]. ამ ომში ცხოვრობდნენ სამოქალქო ომის გმირები: ეპიფანე კოფტიუხი და სტეფან ვოსტრეცოვი. 1992 წლიდან შენობა რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იცავს კანონი[2]. XXI საუკუნეში ატამანის სახლში განთავსებულია საბავშვო ბაღი[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Новочеркасск. Энциклопедия. — Новочеркасск: ООО «Издательство Новопринт»,2005. — 720 с. 1257 ил. — С.93-94
- ↑ Объект культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-28. ციტირების თარიღი: 2017-04-21.