ატაბეს პეტრე-პავლეს ეკლესია

ატაბეს პეტრე-პავლეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ატაბეში. თარიღდება შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია კლდეების ნაწილი ერთი მეტრის სიმაღლით. შესასვლელი სამხრეთ ნაწილიდანაა. ეკლესიის ირგვლივ კლდეების ნაშალი ქვაა დაყრილი.

ლიტერატურა

რედაქტირება