ასტერიქსი ესპანეთში

ასტერიქსი ესპანეთში“ (ფრანგ. „Astérix en Hispanie“) — რიგით მეთოთხმეტე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი რენე გოსინია, ხოლო მხატვარი - ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1969, გამოშვებები 498-519), ხოლო ალბომის სახით გამოიცა იმავე წელს, გამომცემლობის Hachette მიერ.

„ასტერიქსი ესპანეთში“
„Astérix en Hispanie“

გამომცემელი Hachette
გამოცემის თარიღი 1969
გუნდი
ტექსტის ავტორ(ებ)ი რენე გოსინი
მხატვარი(ები) ალბერ უდერზო
პირველი გამოცემა
პირველად გამოიცა ჟურნალი Pilote
გამოცემა 498-519
გამოცემის თარიღები 1969
ენა ფრანგული
ISBN ISBN 2205003941
ქრონოლოგია
წინა „ასტერიქსი და კარდალა“ (1969)
შემდეგი „უთანხმოება“ (1970)

შეიტყობენ რა, რომ იბერიელთა ერთ-ერთი სოფელი არ ემორჩილება რომაელებს, იულიუს კეისარი და მისი ლაშქარი იტაცებენ ადგილობრივი მეთაურის შვილს და გალებს მძევლის სახით გადასცემენ. ასტერიქსი და ობელიქსი ბავშვს იტაცებენ და სოფელში შეიფარებენ. თუმცა, მისი ოინების გამო გადაწყდება, რომ ბიჭუნა შინ უნდა დააბრუნონ. ისინი იბერიაში მოგზაურობენ, გზად კი რომაელებს ხვდებიან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება