ასკანის ქუჩა
ასკანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (კლდისუბანი); ბეთლემის ქუჩიდან გომის ქუჩამდე, წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. ადრე ერქვა ფეთხაინის II აღმართი (დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე), მეორენაირად — მიძინების აღმართი. სახელწოდება უკავშირდებოდა ბეთლემის (ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ზედა ეკლესიას (ყოფილი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია). 1925 წელს ნიკო მარის I ქუჩა დაერქვა, 1938 წელს — ასკანის ქუჩა. ქუჩაზე და ჩიხებში შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 შესახვევი (თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ქვემო გომის შესახვევი, ხოლო გომის ქუჩის მონაკვეთი ბეთლემის აღმართიდან ასკანის შესახვევამდე — როგორც ასკანის შესახვევი), 4 ჩიხი.
ასკანის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
წინა სახელები | ფეთხაინის II აღმართი ( მიძინების აღმართი), ნიკო მარის I ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 21, ISBN 978-99928-20-35-3.