ასვანგი — მითური ქმნილება ფილიპინურ ფოლკლორში. ვამპირი, რომელიც გადმოცემების თანახმად, დღისით ლამაზი ქალის სახით ჩნდებოდა, ხოლო ღამით შიშისმომგვრელ მფრინავ ბოროტმოქმედად გარდაიქმნებოდა. დღის განმავლობაში, ასვანგს ნორმალური ცხოვრებით არსებობა შეუძლია. თუმცა ღამ-ღამობით მსხვერპლების სახლებში იგი ღამის ფრინველის სახით ფრინდებოდა. ყოველთვის სისხლით იკვებება, განსაკუთრებით კი უპირატესობას ბავშვებს ანიჭებს. საკვების მიღების შემდეგ, ეს არსება იბერება და ფეხმძიმედ გამოიყურება. თუ ასვანგი ადამიანების ჩრდილს გალოკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მალე მოკვდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Cruz, Neal (2008-10-31). „As I See It: Philippine mythological monsters“. Philippine Daily Inquirer.
  • Eugenio, Damiana (2002). Philippine Folk Literature: The Legends. Matt Asombrado Paculba City: University of the Philippines Press, გვ. 490. ISBN 971-542-357-4. 
  • Ramos, Maximo D. (1971). Creatures of Philippine Lower Mythology. Quezon City: University of the Philippines Press. ISBN 971-06-0691-3. 
  • Ocampo, Ambeth (2010-02-16). „Looking Back: 'Aswang' and counter-insurgency“. Philippine Daily Inquirer.