ასერტულობა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ასერტულობა}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ასერტულობა — ადამიანის უნარი, თამამად გამოხატოს საკუთარი აზრი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე და სხვებთან დაამყაროს ეფექტიანი კომუნიკაცია. ამ დროს ადამიანი პატივს სცემს საკუთარ თავს და სხვებს. ასერტულობა აძლევს ადამიანს სხვებთან ღია კომუნიკაციის საშუალებას. ასერტული ქცევა აძლევს საშუალებას ადამიანს რომ დაიცვას საკუთარი პოზიცია, მაშინაც კი, როდესაც სხვებს განსხავებული აზრი აქვთ.
ასერტული ქცევა გულისხმობს შემდეგი უნარების გამოყენებას:
უარის თქმა
- როგორ თქვა „არა“ შესატყვის სიტუაციაში და შესატყვის დროს.
- საკუთარი პიზიციის გამოხატვა - „არა არ შემიძლია“
- მიზეზების ახსნა — „დღეს დაკავებული ვარ“
- გაგება — „იმედი მაქვს, რომ თქვენთვის შესაბამის სხვა საქმეს მოძებნით“
გრძნობების გამოხატვა
- უთხრა ადამიანებს, თუ რას გრძნობ.
- დადებითი გრძნობების გამოხატვა — „შენ ძალიან კარგადშეასრულე დავალება“
- უარყოფითი გრძნობების გამოხატვა — „შენმა საქციელმა მე გული მატკინა“
თხოვნა:
- ინფორმაციის, განმარტების მიღების თხოვნა.
- პრობლემის ჩამოყალიბება / განმარტების თხოვნა — „მე თქვენ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დავალება მომეცით; თუ შეიძლება, „შეგიძლიათ ამიხსნათ, ზუსტად რა გსურთ, რომ გავაკეთო?“