ასანბოსამი
ასანბოსამი (ან ასასაბონსამი[1]) — აფრიკული ვამპირია და ცნობილია სამხრეთ განაში, აშანტის ტომებს და სპილოს ძვლის სანაპიროს — კოტ-დ’ივუარსა და ტოგოს მცხოვრებთა შორის. გადმოცემების თანახმად, ასანბოსამი უღრან ტყეებში ბინადრობდა და ყველაზე ხშირად მას მონადირეები წააწყდებოდნენ ხოლმე. საერთოდ, მას ადამიანის გარეგნობა აქვს, ორი გამონაკლისით: რკინის კბილები და ფეხზე კაუჭისმაგვარი გამონაზარდი აქვს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იმ ხესთან გაივლის, სადაც ასანბოსამი ცხოვრობს, სიკვდილი არ ასცდება.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კონსტანტინოსი, Vampires: The Occult Truth, გვ. 27, 1996