თეიმურაზ ასათიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ასათიანი, თეიმურაზ)

თეიმურაზ გიორგის ძე ასათიანი (დ. 16 ივნისი, 1916, თბილისი ― გ. 2 იანვარი, 1988, იქვე) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1962).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1946 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (იაკობ ნიკოლაძის კლასი). მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა მისი პორტრეტები, რომლებშიც მთავარი ყურადღება ექცევა ადამიანის ფსიქოლოგიურ დახასიათებას. ძირითადი ნამუშევრებია: „ელექტროშემდუღებელი“ (1949, თაბაშირი, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), „სპორტსმენი ქალი“ (1955, თაბაშირი), ალექსანდრე ჟორჟოლიანის (1951, თაბაშირი), სპარტაკ ბაღაშვილის (1956, ქვა, ორივე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი) და სხვა პორტრეტები.

ლიტერატურა

რედაქტირება