ასად ბეის სახლი
ასად ბეის სახლი (აზერ. Əsəd bəyin evi) მე-18 საუკუნის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია, რომელიც მდებარეობს შუშაში, ვოროშილოვის ქუჩაზე. წაგრძელებული ოთხკუთხა სახლის პირველ სართულზე ოთახები დაყოფილია სამ ჯგუფად. გამომდინარე იქიდან, რომ სრთულებს შორის პირდაპირი კავშირი არ არის მეორე სართულზე მისვლა შესაძლებელია სახლის ფასადის ორივე კუთხეში აგებული ორი ქვის კიბით.[1] [2][3]
ასად ბეის სახლი აზერ. Əsəd bəyin evi | |
---|---|
მდებარეობა | შუშა, აზერბაიჯანი |
მისაღები ოთახს აქვს უზარმაზარი გისოსებიანი ფანჯარა, რომელიც განთავსებულია მთელ ფასადზე. როგორც ვესტიბულებიდან, ასევე დერეფნებიდან, კარი იღება დარბაზის გარშემო მდებარე ოთახებში. დიდი სასტუმრო დარბაზის გარდა, ასად ბეის სახლის მეორე სართულზე არის მეორე დარბაზიც, რომელიც ოდნავ პატარაა და შენობის დასავლეთ მხარეს მდებარეობს. ამ ორი დიდი დარბაზის გარდა, სახლის მეორე სართულზე კიდევ 10 ოთახი აშენდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Əsəd bəyin evi az. sumgait.mctgov.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-15. ციტირების თარიღი: 20.11.2021.
- ↑ Авалов Э. В. (1977). Архитектура города Шуши и проблемы сохранения его исторического облика. Баку: Элм, გვ. 90.
- ↑ Əsəd bəyin evi az. virtualkarabakh.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20.11.2021. ციტირების თარიღი: 20.11.2021.