არჯევან-სარვანის წმინდა გიორგის ეკლესია

არჯევან-სარვანის წმინდა გიორგის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არჯევან-სარვანში. ზღვის დონიდან 1700 მეტრზე.

ეკლესიის ნანგრევები მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი სამანქანო გზის სამხრეთით. იგი წარმოადგენდა დარბაზულ ნაგებობას, სამხრეთიდან ჰქონდა მინაშენი. ნაგები ყოფილა დიდი ზომის დამუშავებული ქვის კვადრებით. ეკლესია გეგმაში მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია ერთსაფეხურიანი პილასტრის კვალი და აფსიდის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესიას შემოუყვება დიდი ზომის ქვებით მშრალად ნაგები გალავანი, რომლის დასავლეთ ნაწილში ჩადგმულია გელაზის ქვა და საფლავის ქვები, მათ შორის ცხენის ქანდაკება. ეკლესიის ირგვლივ შეინიშნება ნამოსახლარი.

არჯევან-სარვანის წმინდა გიორგის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 619.
  • ჟღერს ქვის ჰარმონია; ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 86-87

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5374