ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არჩილ კაპანაძე (დ. 15 იანვარი, 1958, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1980-1982 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა სამედიცინო რადიოლოგია–რენდგენოლოგიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1992–1985 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი კლინიკური რადიობიოლოგიის სპეციალობით. 1985 წლიდან მუშაობს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის ონკოლოგიის, სხივური თერაპიის, მედიცინის, ჯანდაცვის, საზოგადოების განვითარების და სხვა აქტუალურ პრობლემებზე.

1993 დაიცვა წელს საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ადამიანის სხეულის ტემპერატურის ცვლილების კანონზომიერება დასხივების დროს და ამ კანონზომიერების თეორიული მნიშვნელობა სხივური თერაპიის პრაქტიკისათვის.“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სწორი კვება ავთვისებიან სიმსივნეთა პროფილაქტიკის და მათთან ბრძოლის საქმეში თბილისი, ს/ს „პირველი სტამბა“, 1997 გვ. 24

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 139

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არჩილ_კაპანაძე“-დან