არჩილ იოსელიანი
არჩილ იოსელიანი (დ. 1 ოქტომბერი, 1951, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, მოქანდაკე, პოლიტიკოსი.
არჩილ იოსელიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1951 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1973 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1985 წელს — საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი. 1977-1980 წლებში იყო მოსკოვის სსრკ ჰიდრომეტცენტრის ასპირანტურა. 1973-1977 წლებსა და 1980-1983 წლებში იყო ა/კ ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი. 1983-1985 წლებში იყო ჩრდილოეთ კავკასიის ნავთობის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1985-1995 წლებში იყო სსაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი, ლაბორატორიის უფროსი. 1989-1990 წლებში იყო საქართველოს სახალხო ფრონტის სამშენებლო განყოფილების უფროსი. 1992-1993 წლებში იბრძოდა აფხაზეთში, იყო ბატალიონ „გორდას“ და 51-ე ბატალიონის მეთაური. 1990 წელს აირჩიეს საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირის თავმჯდომარედ. 1990 წელს არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და ბლოკის „დემოკრატიული საართველო“ პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სოციალური სამართლის კავშირი“. იყო საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი და სოფლის მეურნეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო ფრაქცია „პროგრესის“ თავმჯდომარე, 1995 წელს — ფრაქცია „ბორჯღალის“ თავმჯდომარის მოადგილე.