არჩილ ებრალიძე (ისტორიკოსი)

არჩილ ევგენის ძე ებრალიძე (დ. 12 ოქტომბერი, 1916, ქუთაისი, — გ. 15 დეკემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1973), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1988).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი (1940). 1940-1941 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში. 1952-1960 წლებში იყო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე, 1958 წლიდან — იმავე ინსტიტუტის პრორექტორი, 1960 წლიდან — თსუ-ის სკკპ ისტორიის კათედრის დოცენტი, 1973-1978 წლებში — კათედრის გამგე. მუშაობდა სახელმწიფოთაშორის და ეროვნულ ურთიერთობათა საკითხებზე, რასაც მარქსისტული იდეოლოგიის თვალთახედვით განიხილავდა.

ლიტერატურა

რედაქტირება