არჩევანი (ფილმი)
„არჩევანი“ — 2003 წლის ქართული ფილმი, რომლის რეჟისორია ზაზა კოლელიშვილი.
„არჩევანი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ზაზა კოლელიშვილი |
სცენარის ავტორი | ნათია გოგოჭური |
როლებში |
მარინა კახიანი, დავით ხურცილავა |
კომპოზიტორი | გიორგი (გოგი) ჩლაიძე |
ხმის ოპერატორი | მამუკა ენუქიძე |
ოპერატორი | დავით ასათიანი |
მონტაჟი |
მარინა კოლხიდაშვილი, ირაკლი ჭეიშვილი, ბექა გერსამია |
მხატვარი | მამუკა ტყეშელაშვილი |
სტუდია | ტელეკომპანია „იმედი“ |
გამოსვლის თარიღი | 2003 |
ხანგრძლივობა | 39 წთ. |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი ასახავს პროვინციულ სახალხო თეატრში შექმნილ ტრაგი–კომიკურ სიტუაციას. თეატრი საზღვარგარეთ საგასტროლო მოგზაურობისათვის ემზადება. ქალაქიდან ჩამოსული რეჟისორი კონკურსის წესით არჩევს სპექტაკლში მთავარი როლების შემსრულებლებს. კახური კოლორიტი და შექსპირის „ოტელო“ მეტად საინერესო კონტრასტს ქმნის.[1]