არშის წმინდა გიორგის ახალი ხატი
არშის წმინდა გიორგის ახალი ხატი — საკულტო ძეგლი, დგას სოფელ არშის ჩრდილო-დასავლეთით, მთის წვერზე. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია, შეთეთრებულია კირით. მთავარი ფასადი დასავლეთითაა. ამ მხარეს მოწყობილია ერთი თახჩა. ხატს თავზეა ადევს ფიქლის ქვა, მასზე დგას ქვისავე ჯვარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუსიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 438.