არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი

არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი (ინგლ. International Union of Architects, UIA) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც ამჟამად 124 ეროვნული არქიტექტურული სექტორი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონზე მეტი არქიტექტორია გაწევრიანებული.[1]

1946 წლის სექტემბერს, ლონდონში, გაიმართა არქიტექტორთა საერთაშორისო შეხვედრა, მათ შორის საბჭოთა კავშირის დელეგატებიც იყვნენ. ამ შეხვედრაზე, გადაწყდა „არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის“ შექმნა. ორგანიზაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა ქალაქ ლოზანაში (შვეიცარია) 1948 წელს.

დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მონაცემებით, ორგანიზაციის მიზანი ხალხისთვის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ძეგლების, არქიტექტურული ნაგებობების მხატვრული ფუნქციების და საინჟინრო თვისებების გასაუმჯობესებლად ბრძოლა იყო. UIA-ის უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება. გენერალური ასამბლეა ირჩევს UIA-ს აღმასრულებელ კომიტეტს. UIA-ს იუნესკოსთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აქვს საკონსულტაციო სტატუსი და მუდმივი კონტაქტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან.

არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ამჟამად მოქმედი (2021-2023) პრეზიდენტი მექსიკელი ხოსე ლუის კორტესია. UIA გენერალური სამდივნო მდებარეობს პარიზში (საფრანგეთი).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება