1104 წელს ჰარანის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, მდინარე ორონტესის აღმოსავლეთით მდებარე ციხეები და ქალაქები ჯვაროსანთა მიერ მიტოვებული იქნა[1]. ახალი ძალების მოსაბილიზებლად ბოემონდ I ევროპაში გაემგზავრა და ანტიოქიის რეგენტად ტანკრედი დანიშნა. ახალმა ლიდერმა დაიწყო დაკარგული ციხეების და გამაგრებული ქალაქების დაბრუნება.
ტანკრედი მეთაურობდა არტაჰის ალყას, ანტიოქიიდან 25 მილი (40 კმ). ალყის ხელის შესაშლელად რიდვანი დაიძრა ალეპოდან. ბრძოლაში ჯვაროსნებმა გაიმარჯვეს „მოჩვენებითი უკან დახევით“[2]. ბრძოლის შესახებ ბევრი რამ უცნობია. ამ გამარჯვების შემდეგ, ტანკრედმა გააფართოვა დაპყრობები ორონტესის აღმოსავლეთით.
- Smail, R. C. Crusading Warfare 1097-1193. New York: Barnes & Noble Books, (1956) 1995. ISBN 1-56619-769-4
- ↑ Smail, p 28
- ↑ Smail, p 78-79