არტაშეს გრიგოლის ძე მალაევი [დ. 27 მარტი (8 აპრილი), 1894, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 1957, იქვე] — საბჭოთა ანატომი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1942).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1917 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1921-1931 წლებში მუშაობდა თსუ-ის, ხოლო 1931-1958 წლებში – თსსი-ის ნორმალური ანატომიის კათედრებზე; იმავდროულად 1940-1958 წლებში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის კათედრას.

ა. მალაევი იკვლევდა თავის ტვინის ქერქის განფენილობას და სხვა. მავთულით დაამზადა ნერვული სისტემის 11 მოდელი. 1951-1952 წლებში ნიმუში მასობრივ წარმოებაში დაინერგა. მათ როგორც დამხმარე თვალსაჩინოებას, იყენებდნენ ანატომიის კათედრებზე და ნევროლოგიურ კლინიკებში ა. მალაევმა ა. ნათიშვილთან ერთად შეადგინა პლასტიკური ანატომიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.

  • ადამიანის კუნთები, თბ., 1944.

ლიტერატურა

რედაქტირება